მთავარისიახლეებიპოლიტიკაელენე ხოშტარიამ წერტილი დაუსვა მითქმა–მოთქმას, რომ ნაციონალურ მოძრაობაში შიდადაპირისპირებაა

ელენე ხოშტარიამ წერტილი დაუსვა მითქმა–მოთქმას, რომ ნაციონალურ მოძრაობაში შიდადაპირისპირებაა

Published on

“ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლის ელენე ხოშტარიას განცხადებით, ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური მომავალი საზოგადოებამ უნდა განსაზღვროს და არა ბიძინა ივანიშვილმა და სხვა კონკრეტულმა პირებმა. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი “ნაციონალური მოძრაობის” წარმატებების მთავარი გენერატორი და დღეს უკვე რეგიონალური ლიდერია.
“ყველას კარგად უნდა ესმოდეს, რომ მიხეილ სააკაშვილი არის ამ პარტიის დამაარსებელი, პარტიის ძალიან ბევრი წარმატების მთავარი გენერატორი და ცხადია ლიდერი, რომელიც დღეს არის უკვე რეგიონალური მასშტაბის ლიდერი, რომელიც სხვათაშორის ემსახურება იმ საქმეს, რომელიც ჩვენთვის არის უპირველესად ძალიან მნიშვნელოვანი. უნდა გვესმოდეს ისიც, რომ მიხეილ სააკაშვილს და სხვა პოლიტიკურ დევნილებს აქვთ შეზღუდული საქართველოში ყოფნა და აქ არსებობა და პოლიტიკური მოღვაწეობა მათ შორის, ეს მთლიანად არა მხოლოდ ჩვენი პარტიისთვის, მთლიანად ქვეყნისთვის არის ძალიან ცუდი, მიხეილ სააკაშვილი იყო განდევნილი ქვეყნიდან და ეს არის ქვეყნის პრობლემა, მათი პოლიტიკური მომავალი განისაზღვრება საზოგადოების მიერ და არა რომელიმე კონკრეტული პიროვნების, ბიძინა ივანიშვილის, გავლენიანი პოლიტიკური ჯგუფის მიერ”,-განაცხადა ელენე ხოშტარიამ. 
 ამით, იმედია,  მან   წერტილი დაუსვა მითქმა–მოთქმას იმის შესახებ, რომ ნაციონალურ მოძრაობაში  შიდადაპირისპირებაა.
“პარტიაში დღეს არის ძალიან გახსნილი, დემოკრატიული პროცესი, სადაც ძალიან ბევრს შეიძლება ჰქონდეს სხვადასხვა მოსაზრება, თუმცა გადაწყვეტილებები მიიღება გარკვეული პროცედურით. ეს გადაწყვეტილებები არის ძალიან გამჭვირვალე, ძალიან დემოკრატიული. შესაბამისად, ერთიან და დემოკრატიულად მიღებულ გადაწყვეტილებაზე, ბუნებრივია, ყველა მივიღებთ მონაწილეობას,”- ამბობს ხოშტარია.
მათ კი ვინც , შესაძლოა არცთუ უსაფუძვლოდ, გაანაწყენა ელენე ხოშტარიას ადრინდელმა განცხადებამ, „მიმაჩნია, რომ მიხეილ სააკაშვილი ქართულ პოლიტიკაში არ უნდა ერეოდეს. ის არის უკრაინაში და მიხედოს უკრაინას“, ახლა აქვთ სრული საფუძველი მიიღონ ის რეალობა, რომ პოლიტიკური პარტია ცოცხალი ორგანიზმია, იმუნიტეტს იგი არამხოლოდ გარე ძალებთან ბრძოლაში, არამედ ცალკეული, ტაქტიკური, ზოგჯერ საკვანძო  საკითხების გარშემო მოსაზრებათა ჭიდილში და შიდადაპირისპირებაშიც იძენს, და  ეს საბოლოოდ მის გაძლიერებას ემსახურება.  ყურადსაღებია იმ მომენტის განსაკუთრებულობაც , როცა საქართველოში მიდინარე პროცესებიდან მიხეილ სააკაშვილის განრიდების საჭიროებაზე ითქვა – მაშინ ექსპერტი ელენე ხოშტარია   გამოეხმაურა უკრაინული სააგენტოს მიერ გავრცელებულ აუდიო ჩანაწერს, სადაც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, “რუსთავი 2“ -ის გენერალურ მდივანს, ნიკა გვარამიას და “ნაციონალური მოძრაობის“ გენმდივანს, გიგა ბოკერიას ესაუბრება. ამა თუ იმ მოსაზრების ანალიზი  დროისა და სიტუაციის  კონტექსტშიც უნდა ხდებოდეს – არსებობს სხვა ტექსტიც, რომელიც დაწერილს მიღმა იკითხება, მით უფრო პოლიტიკაში.   
რაც შეეხება მითქმა – მოთქმის ერთერთ წყაროს, ინფორმაცია განსჯისთვის:  ,,მე საერთოდ კონტაქტი არ მქონია ჩემი წამოსვლის შემდეგ მიხეილ სააკაშვილთან. ის დღეს უკრაინის პოლიტიკაშია და მე არ ვფიქრობ, რომ დღეს საქართველოს ისევ მიხეილ სააკაშვილი სჭირდება. მე ვფიქრობ, რომ საქართველოს სჭირდება ახალი პოლიტიკური ძალები. გულწრფელად გეტყვით, რომ დღეს ჩემი მთავარი პრობლემა არის ასოცირება "ნაციონალურ მოძრაობასთან" და პირდაპირ გეუბნებით, რომ მაქსიმალურად ბევრს დავდივართ, ბევრ ადამიანს ვხდებით და ვუხსნით-მე უბრალოდ დავიღალე "ნაციონალური მოძრაობით", დავიღალე "ქართული ოცნებით" და ამიტომ დავიწყეთ ეს ყველაფერი. ამიტომ, აბსოლუტურად დამოუკიდებლად, სუფთა გულით და სუფთა ხელებით დავიწყეთ"-ეს განცხადება პოლიტიკური პლატფორმა ''ახალი საქართველოს" ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ, "გურიის მოამბის" ინტერნეტ გადაცემა "მთავარ თემაში" სტუმრობისას გააკეთა.
 

 

 
 
 
 
 

სიახლეები

კობახიძე რიჟვაძეზე-პირდაპირი კომუნიკაცია არ მქონია, ტელეფონი არ აქვს

ივანიშვილის პრემიერმა, ირაკლი კობახიხიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა, რომ აჭარის მთავრობის ყოფილ თავმჯდომარესთან, თორნიკე რიჟვაძესთან...

საქსტატი-2025 წლის II კვარტალში უმუშევრობა გაიზარდა, შემცირდა თვითდასაქმებულთა რაოდენობა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2025 წლის II კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე წინა წლის...

“ლელოსა” და “გახარიას” ერთობლივი კანდიდატი თბილისის მერის არჩევნებზე ცნობილია

“ლელო-ძლიერმა საქართველომ” და პარტიამ “გახარია საქართველოსთვის” 4 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის თბილისის მერობის საერთო...

რა თქვა ზელენსკიმ ტრამპთან შეხვედრამდე

ევროპელ ლიდერებს თეთრ სახლში ვიზიტამდე ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვაშინგტონში, უკრაინის საელჩოში უმასპინძლა. ზელენსკის პოზიციის ძირითადი...