მთავარისიახლეებიმსოფლიორა ხდება რუსეთსა და თურქეთს შორის?

რა ხდება რუსეთსა და თურქეთს შორის?

Published on

,,რუსეთმა ერთ–ერთმა პირველმა დაუჭირა მხარი თურქეთს, სამხედრო ამბოხების დროს’’ – განაცხადა დღეს თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუდ  ჩავუშოღლუმ.
,,თურქეთში დემოკრატიის მხარდამჭერი გზავნილი ბევრი ქვეყნისგან მივიღეთ. ერთ–ერთი ქვეყანა, ვინც განსაკუთრებით დიდი მხარდაჭერა გამოგვიცხადა, რუსეთი იყო – ასეთი განცხადება გააკეთა მან თურქეთის ტელეარხ NTV – სთვის მიცემულ ინტერვიუში.
ამავე დროს რუსეთის ფედერაციის მინისტრთა კაბინეტმა დღეს გააკეთა განცხადება, რომ რუსეთი განაახლებს მოლაპარაკებებს თურქეთთან სავაჭრო – ეკონომიკური თანამშრომლობის პროგრამაზე 2016 – 2019 წლებისათვის. 
,, გათვალისწინებულია თურქულ მხარესთან მოლაპარაკების პროცესის განახლება ორი ქვეყნის მთავრობებს შორის სავაჭრო –ეკონომიკური , სამეცნიერო – ტექნიკური და კულტურული თანამშრომლობის საკითხებზე, რუსულ – თურქული ერთობლივი ფონდის შექმნაზე თურქეთსა და რუსეთში საინვესტიციო პროექტების დაფინანსებისათვის ‘’ – ნათქვამია რუსეთის მთავრობის განცხადებაში, რომელსაც ТАСС – ი ავრცელებს. 
 

სიახლეები

აჭარის ტელევიზიიდან 5 ჟურნალისტი გაათავისუფლეს

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლიდან ჟურნალისტები გაათავისუფლეს. დღეს, 2 ივნისს, ტელევიზიისა და რადიოს 5-მა თანამშრომელმა ელექტრონული ფოსტის...

გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე დაკავებულ ორ ბრალდებულს 13 და 9 წლით პატიმრობა მიესაჯა

გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე დაკავებულ დემეტრე ჩიქოვანს მოსამართლემ 13 წლით პატიმრობა მიუსაჯა, თუმცა არასრულწლოვანთა...

სენაკში კაცმა მეზობელი ქალი მოკლა

სენაკში კაცმა მეზობელი ქალი მოკლა - ეჭვმიტანილი დაკავებულია: "შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის...

რუსეთი სომხური ხილის იმპორტს ზღუდავს

რუსეთის ფედერაციის ვეტერინარული და ფიტოსანიტარული ზედამხედველობის სამსახურმა (როსსელხოზნადზორი) 2 ივნისიდან სომხეთიდან რამდენიმე სახეობის ხილის...