მთავარისიახლეებისაზოგადოებაგზების დილიდან გადაკეტვის გამო მოსახლეობა უკმაყოფილებას გამოთქვამს (Video)

გზების დილიდან გადაკეტვის გამო მოსახლეობა უკმაყოფილებას გამოთქვამს (Video)

Published on

დილის 9 საათიდან ქალაქში ცენტრალური გზები გადაიკეტა, რაც ადგილობრივების უკმაყოფილების მიზეზი გახდა. მძღოლები ამბობენ, რომ შემოვლითი გზით უწევთ მოძრაობა, რაც პრობლემას წარმოადგენს. პრეტენზიებს ქვეითად მოსიარულეებიც გამოთქვამენ "მოხუცი ვარ შვილო და ტაქსმა მესამე ქუჩის იქეთ დამსვა, იქედან ფეხით მოვედი"..-  "რა საჭირო იყო ასე ადრიანად გზის გადაკეტვა თუ კონცერტი 7-ზე იწყებოდა"- ამ ფორმით გამოხატეს უკმაყოფილება "ოდიშინიუსთან" ადგილობრივებმა. შეგახსენებთ, რომ დღეს 7 საათზე ცენტრალურ მოედანზე საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სამეგრელოს  რეგიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს წარადგენს. წინასწარი  ინფორმაციით ქალაქ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე მერაბ ქვარაია, მუნიციპალიტეტის კი- რაიონის გამგებელი ედიშერ თოლორაია იქნება.

სიახლეები

აშშ-ის საელჩო: ამ ეტაპზე ვიზიტი არ გვაქვს გამოსაცხადებელი

საქართველოში შეერთებული შტატების საელჩოს ამ ეტაპზე არ აქვს ინფორმაცია ამერიკული მხარის მიერ საქართველოში აპრილში...

“დღეს ღამე მთელი ცივილიზაცია მოკვდება და აღარასდროს დაბრუნდება” – ტრამპი ირანზე

დღეს ღამე მთელი ცივილიზაცია მოკვდება და აღარასდროს დაბრუნდება. არ მინდა, რომ ეს მოხდეს, მაგრამ,...

სხვისი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებისთვის 1 პირი დააკავეს

პროკურატურის ცნობით, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე, ერთი ადამიანი დააკავეს. "სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის მიერ...

ნიკოპოლში რუსული დრონი სამოქალაქო ავტობუსს დაეცა

უკრაინის დნეპროპეტროვსკის ოლქში, ქალაქ ნიკოპოლში, რუსული დრონი სამოქალაქო ავტობუსს დაეცა. თავდასხმას 3 ადამიანი ემსხვერპლა,...