მთავარისიახლეებიუკრაინაპაველ შერემეტს დღეს მინსკში დაკრძალავენ

პაველ შერემეტს დღეს მინსკში დაკრძალავენ

Published on

დილიდან მინსკის მთავარ ტაძარში სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს. ცერემონიას შერემეტის მეგობრები, კოლეგები და ოჯახის წევრები ესწრებიან.
გუშინ შერემეტს კიევი გამოეთხოვა. პრეზიდენტ  პეტრე პოროშენკოს  ადმინისტრაციის ცნობით,  გამოთხოვების ცერემონიალზე მივიდა თავად პრეზიდენტი, პარლამენტის დეპუტატები და მტავრობის წევრები, ფართო საზოგადოებრიობის წარმომადგენლები. 
წუხელ საღამოს  დაღუპული ჟურნალისტის ცხედარი მინსკში ჩარტერული ავიარეისით გადაასვენეს.  პრეზიდენ პოროშენკოს თხოვნით  მინსკში გაემგზავრა და შერემეტს უკანასკნელ გზაზე გაააცილებს რადას სპიკერი სვიატოსლავ ცეგოლკო.

პაველ შერემეტი კიევში აფეთქების დროს დაიღუპა.
ббეს იყოს არა მხოლოდ შესანიშნავი ადამიანის მკვლელობა,  არამედ შემზარავი დანასაული ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ'' – აღნიშნა უკრაინის პრემიერ მინისტრმა ვლადიმერ გროისმანმა სამთავრობო სხდომაზე,  და გამოთქვა რწმენა, რომ სამართალდამცველი სტრუქტურები უმოკლეს ხანში გახსნიან ამ საქმეს.
გამოძიების ცნობით,  ავტომობილში ასაფეთქებელი მოწყობილობა ამოქმედდა. გავრცელდა ქუჩაში დამონტაჟებული კამერების ჩანაწერებიც. კადრებში ჩანს ორი პირი, რომელიც შერემეტის მანქანას უახლოვდება და ბომბს ამონტაჟებს.
გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს. ერთ-ერთ მოტივად ჟურნალისტის პროფესიული საქმიანობა სახელდება. 
 
 

სიახლეები

“იმედი” გაიყიდა, მაგრამ ახალი მფლობელიც პროსახელისუფლო ბიზნესმენია

მედიაჰოლდინგი 'იმედი" მისმა ძველმა მფლობელმა ირაკლი რუხაძემ გაყიდა, მაგრამ ახალი მფლობელიც პროსახელისუფლო ბიზნესმენია, მეტიც,...

რუსეთთან შეთანხმების მისაღწევად აშშ-მა ვადა ივნისამდე მოგვცა – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებს უთხრა, რომ აშშ-მ უკრაინასა და რუსეთს თითქმის ოთხწლიანი ომის დასრულებისთვის შეთანხმების მისაღწევად ივნისამდე...

გარდაბანში ცოლის მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარვუდგინეთ – პროკურატურა

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, გარდაბანში დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის, დოკუმენტის...

სწრაფი ჩარიცხვის აპარატების მძარცველები დავაკავეთ, ზარალი 12.000 ლარია – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, წინასწარ შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით ჩადენილი...