„21 ივლისს, 18:40 საათზე, ჩვენს საავადმყოფოში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზიანებული ორი პაციენტი შემოიყვანეს. ერთ-ერთი 32 წლის მერაბ კვირიკაშვილია, რომლის მდგომარეობა მძიმე არ არის. ის ინტენსიური მეთვალყურეობის ქვე იმყოფება. პაციენტი გონზეა და ადეკვატურად პასუხობს კითხვებს. დაენიშნა შესაბამისი მკურნალობა. რაც შეეხება მეორე პაციენტს – 26 წლის გიორგი ლომინაძეს სერიოზული დაზიანება აქვს მიღებული. აღენიშნება ორივე ბარძაყისა და წვივის ძვლების მოტეხილობა, ტრავმული შოკი, ქალა-ტვინის დახურული ტრავმა, სისხლის დიდი ოდენობით დანაკარგი, უტარდება ფილტვის ხელოვნური ვენტილაცია. მოთავსებულია რეანიმაციულ განყოფილებაში. მდგომარეობა სერიოზულია, მაგრამ უტარდება შესაბამისი მკურნალობა. ექიმები ყველაფერს აკეთებენ, რომ ის გადარჩეს და დაუბრუნდეს ნორმალურ ცხოვრებას“, – განაცხადა მიმღების ექიმმა.სამტრედია-ქუთაისის გზაზე ავტოავარია გუშინ საღამოს მოხდა. არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს დიდი სისწრაფით მოძრავი ორი ავტომობილი შეეჯახა. კვირიკაშვილი და ლომინაძე მეუღლეებთან ერთად მგზავრობდნენ. როგორც "ინტერპრესნიუსს" სამტრედიის საავადმყოფოში განუცხადეს, "უკიდურესად მძიმეა" ანანო ბუაძის მდგომარეობა, რომელიც მერაბ კვირიკაშვილის მეუღლეა. ავარიას სამი ადამიანის სიცოცხლეც ემსხვერპლა, მათ შორის ორი ახალგაზრდა ცოლ-ქმარია.
ექიმი- კვირიკაშვილი გონზეა, ლომინაძე – მძიმედ
სიახლეები
სიახლეები
საარსებო შემწეობის მიღება დაახლოებით, 35 000-მდე ოჯახს შეუწყდა
ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, დაახლოებით 35 000-მდე ოჯახს საარსებო შემწეობის მიღება შეუწყდა - მიხელ სარჯველაძე...
სიახლეები
“ქართველი მებრძოლების დევნა-TI-ის კვლევა
ქართველი მებრძოლების დევნა: ივანიშვილის მთავრობის და კრემლის საერთო ოპერაცია? - ამ სათაურით აქვეყნებს "საერთაშორისო...
სიახლეები
ევროკომისიამ უკრაინას დრონებისა და რაკეტებისთვის €1.24 მილიარდი გადაურიცხა
ევროკომისიამ უკრაინას €90-მილიარდიანი სასესხო პაკეტის თავდაცვის კომპონენტიდან €1.24 მილიარდი გადაურიცხა, რაც უკრაინული კომპანიების მიერ...
სიახლეები
საქართველოში მიზეზი პანიკისთვის არ არსებობს – სარჯველაძე რუსეთში ჭირის შემთხვევაზე
მიხეილ სარჯველაძე რუსეთში ჭირის შემთხვევას ეხმაურება, ამბობს, რომ საქართველოში "არავითარი მიზეზი რაიმე პანიკისთვის და...