მთავარისიახლეებიპოლიტიკასერჟ სარგსიანმა შეიარაღებულ ჯგუფს მძევლების გათავისუფლების და იარაღის დაყრისკენ მოუწოდა

სერჟ სარგსიანმა შეიარაღებულ ჯგუფს მძევლების გათავისუფლების და იარაღის დაყრისკენ მოუწოდა

Published on

სომხეთის პრეზიდენტმა სერჟ სარგსიანმა პოლიციის განყოფილების შენობაში გამაგრებულ შეიარაღებულ ჯგუფს მძევლების გათავისუფლების და იარაღის დაყრისკენ მოუწოდა. როგორც „ბიბისი“ იტყობინება, ეს არის სომხეთის პრეზიდენტის პირველი კომენტარი მას შემდეგ, რაც 17 ივლისს ერევანში პოლიციის განყოფილებაზე თავდასხმა განხორციელდა.სერჟ სარგსიანის თქმით, მოვლენები სომხეთის კონსტიტუციისა და კანონების მკაცრი დაცვით განვითარდება.„პირადი შურისძიების ყველა მცდელობა აღიკვეთება კანონის ძალით“, – განაცხადა სარგსიანმა. მისი თქმით, სომხეთში ახლა რთული და საპასუხისმგებლო პერიოდია.როგორც „ბიბისი“ აღნიშნავს, დღეს ერთ-ერთმა სომხურმა გამოცემა „ჰაიკაკან ჟამანაკმა“ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ სომხეთის ხელისუფლება, პოლიციის განყოფილებაზე თავდასხმის გამო მთავრობის გადაყენების საკითხზე მსჯელობს. 17 ივლისს ერევნის ერთ-ერთი პოლიციის განყოფილების შენობაში შეიარაღებული ჯგუფი შეიჭრა და იქ მყოფები მძევლად აიყვანა.

სიახლეები

საარსებო შემწეობის მიღება დაახლოებით, 35 000-მდე ოჯახს შეუწყდა

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, დაახლოებით 35 000-მდე ოჯახს საარსებო შემწეობის მიღება შეუწყდა - მიხელ სარჯველაძე...

“ქართველი მებრძოლების დევნა-TI-ის კვლევა

ქართველი მებრძოლების დევნა: ივანიშვილის მთავრობის და კრემლის საერთო ოპერაცია? - ამ სათაურით აქვეყნებს "საერთაშორისო...

ევროკომისიამ უკრაინას დრონებისა და რაკეტებისთვის €1.24 მილიარდი გადაურიცხა

ევროკომისიამ უკრაინას €90-მილიარდიანი სასესხო პაკეტის თავდაცვის კომპონენტიდან €1.24 მილიარდი გადაურიცხა, რაც უკრაინული კომპანიების მიერ...

საქართველოში მიზეზი პანიკისთვის არ არსებობს – სარჯველაძე რუსეთში ჭირის შემთხვევაზე

მიხეილ სარჯველაძე რუსეთში ჭირის შემთხვევას ეხმაურება, ამბობს, რომ საქართველოში "არავითარი მიზეზი რაიმე პანიკისთვის და...