ჩხოროწყუს რაიონის სოფელ მუხურში, ლუგელას ხეობაში ავტოსაგზაო შემთხვევას 4 ადამიანი ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, „კამაზის“ მარკის ავტომანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, რის შედეგადაც კლდეს შეეჯახა და ამობრუნდა. მასში სულ 11 ადამიანი იმყოფებოდა. დაღუპულთაგან 2 ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომელი, 1 კი ჩინური კომპანიის წარმომადგენელია, რომელიც ხეობაში ხე-ტყის მოპოვების სამუშაოებითაა დაკავებული, ხოლო კიდევ 1 დაღუპული ადგილობრივი ტრაქტორისტი იყო.რაც შეეხებათ დაშავებულებს, 2 ადამიანი, რომელიც ასევე სატყეო სააგენტოს თანამშრომელია, ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოშია მოთავსებული, დანარჩენებს კი შედარებით მსუბუქი დაზიანებები აღენიშნებათ.