მთავარისიახლეებიუკრაინაკიევში ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი პაველ შერემეტი დაიღუპა

კიევში ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი პაველ შერემეტი დაიღუპა

Published on

კიევში ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი პაველ შერემეტი დაიღუპა.
უკრაინული მედიასაშუალებების ცნობით, იგი იმ მანქანაში იჯდა, რომელიც კიევის ცენტრში აფეთქდა. მანქანა Украинская правда-ს მთავარ რედაქტორს ალიონა პრიტულას  ეკუთვნოდა. ინციდენტის დროს თავად მფლობელი ავტომობილში არ იჯდა.
აფეთქების ხმა ადგილობრივი დროით 07:45-ზე გაისმა, მაშინ როდესაც შერემეტი Радио Вести-ს ეთერში გასასვლელად მიემგზავრებოდა, სადაც ის წამყვანი იყო.
შემთხვევის ადგილზე ადგილობრივი პოლიცია და ოპერატიული საგამოძიები სამსახურები მუშაობენ. შემთხვევიდან მალევე ადგილზე უკრაინის ეროვნული პოლიციის ხელმძღვანელი ხატია დეკანოიძე გამოცხადდა.
"ამ საქმის გახსნა პოლიციის ღირსების საკითხია. ეხლა მეც შოკში ვარ, ის ჩემი მეგობარი იყო, ამიტომ ამ საქმეს პირად კონტროლზე ავიყვან. ოფიციალურ განცხადებას გავაკეთებთ, როგორც კი რაიმე მტკიცებულებას მოვიპოვებთ. ყველა ვერსიაზე ვმუშაობთ. მთავარია დადგინდეს, რა სახის აფეთქებასთან გვაქვს საქმე,"-განაცხადა დეკანოიძემ. 
გენერალურმა პროკურორმა კი შერემეტის გარდაცვალებას მკვლელობა უწოდა. 
უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე უკრაინელი ჟურნალისტის პაველ შერემეტის მკვლელობას ეხმაურება. 
როგორც პოროშენკო წერს, მან დაავალა სამართალდამცველებს მომხდარი დაუყონებლივ გამოიძიონ. „დამნაშავეებმა პასუხი უნდა აგონ“, – წერს უკრაინის პრეზიდენტი.

 ქართველი მკითხველისთვის იგი ცნობილია წიგნით ,,სააკაშვილი. საქართველო. დამსხვრეული ოცნებები'', რომელიც 2009 წელს დაიწერა და როგორც საავტორი წინათქმაში  წერია, რუსეთსა და საქართველოს შორის გართულებული ურთიერთობების მიზეზებში ჩაღრმავების ცდაა.  

სიახლეები

საარსებო შემწეობის მიღება დაახლოებით, 35 000-მდე ოჯახს შეუწყდა

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, დაახლოებით 35 000-მდე ოჯახს საარსებო შემწეობის მიღება შეუწყდა - მიხელ სარჯველაძე...

“ქართველი მებრძოლების დევნა-TI-ის კვლევა

ქართველი მებრძოლების დევნა: ივანიშვილის მთავრობის და კრემლის საერთო ოპერაცია? - ამ სათაურით აქვეყნებს "საერთაშორისო...

ევროკომისიამ უკრაინას დრონებისა და რაკეტებისთვის €1.24 მილიარდი გადაურიცხა

ევროკომისიამ უკრაინას €90-მილიარდიანი სასესხო პაკეტის თავდაცვის კომპონენტიდან €1.24 მილიარდი გადაურიცხა, რაც უკრაინული კომპანიების მიერ...

საქართველოში მიზეზი პანიკისთვის არ არსებობს – სარჯველაძე რუსეთში ჭირის შემთხვევაზე

მიხეილ სარჯველაძე რუსეთში ჭირის შემთხვევას ეხმაურება, ამბობს, რომ საქართველოში "არავითარი მიზეზი რაიმე პანიკისთვის და...