მთავარისიახლეებიმსოფლიოფეთჰულა გიულენის ინტერვიუს გაშუქების გამო აზერბაიჯანში ერთ-ერთი ტელეარხის მაუწყებლობა შეწყდა

ფეთჰულა გიულენის ინტერვიუს გაშუქების გამო აზერბაიჯანში ერთ-ერთი ტელეარხის მაუწყებლობა შეწყდა

Published on

აზერბაიჯანში ერთ-ერთი ტელეარხის, ANS TV-ის მაუწყებლობა შეწყდა. როგორც თავად აზერბაიჯანული მედია იტყობინება, ამის მიზეზი ფეთჰულა გიულენის ინტერვიუ გახდა, რომლის ეთერში გაშვებასაც ტელეკომპანია გეგმავდა. 
 გიულენის ინტერვიუ ანტითურქული ხასიათის იყო. როგორც ცნობილია, ANS TV-მა მაუწყებლობის შეწყვეტამდე განაცხადა, რომ იგი აპირებდა გიულენთან აშშ-ში მათი კორესპონდენტის, განირა ატაშოვას მიერ ჩაწერილი ინტერვიუს გაშვებას. მაუწყებლობის შეწყვეტის გადაწყვეტილება ქვეყნის კომუნიკაციებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების სამინისტროს ეკუთვნის. 
აღსანიშნავია, რომ გიულენი, რომელიც თურქეთის პრეზიდენტმა გასულ კვირას ქვეყანაში გადატრიალების მცდელობის ორგანიზებაში დაადანაშაულა, ამჟამად აშშ-ში ცხოვრობს. გადატრიალების მცდელობა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა მკაცრად დაგმო და თურქეთის მთავრობასა და პრეზიდენტს მხარდაჭერა გამოუცხადა.

სიახლეები

საარსებო შემწეობის მიღება დაახლოებით, 35 000-მდე ოჯახს შეუწყდა

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, დაახლოებით 35 000-მდე ოჯახს საარსებო შემწეობის მიღება შეუწყდა - მიხელ სარჯველაძე...

“ქართველი მებრძოლების დევნა-TI-ის კვლევა

ქართველი მებრძოლების დევნა: ივანიშვილის მთავრობის და კრემლის საერთო ოპერაცია? - ამ სათაურით აქვეყნებს "საერთაშორისო...

ევროკომისიამ უკრაინას დრონებისა და რაკეტებისთვის €1.24 მილიარდი გადაურიცხა

ევროკომისიამ უკრაინას €90-მილიარდიანი სასესხო პაკეტის თავდაცვის კომპონენტიდან €1.24 მილიარდი გადაურიცხა, რაც უკრაინული კომპანიების მიერ...

საქართველოში მიზეზი პანიკისთვის არ არსებობს – სარჯველაძე რუსეთში ჭირის შემთხვევაზე

მიხეილ სარჯველაძე რუსეთში ჭირის შემთხვევას ეხმაურება, ამბობს, რომ საქართველოში "არავითარი მიზეზი რაიმე პანიკისთვის და...