მთავარისიახლეებისაზოგადოებამეშვიდე დღეა გერმანიის მოქალაქე ზუგდიდიდან მესტიისკენ მიმავალ გზაზე გაუჩინარდა

მეშვიდე დღეა გერმანიის მოქალაქე ზუგდიდიდან მესტიისკენ მიმავალ გზაზე გაუჩინარდა

Published on

 მეშვიდე დღეა უშედეგოდ ეძებენ გერმანიის მოქალაქეს , რომელიც 12 ივლისს გავიდა  ზუგდიდიდან მესტიის მიმართულებით და უკვალოდ გაქრა,  ვერ პოულობენ  მის მანქანასაც, რომლითაც იგი საქმიან შეხვედრაზე მიემართებოდა. ადამიანი, ვინც მას ბოლოს ელაპარაკა ტელეფონით აცხადებს რომ სატელეფონო საუბრისას იგი ოკუპირებული ტერიტორიის სიახლოვეს იმყოფებოდა. 
დაკარგული  65 წლის სერგეი სმისლოვია, ბიზნესმენი, სამშენებლო კომპანიის ხელმძღვანელი. იგი რეგიონში წყალ-საკანალიზაციო სამუშაოებს მეთვალყურეობდა.   საქართველოში 2013 წლიდან იმყოფება. ოჯახი უბედური შემთხვევის ვერსიას გამორიცხავს, მათი ინფორმაციით,  სმისლოვს თან სავარაუდოდ დიდი ოდენობით თანხა ჰქონდა.
„არავინ იცის როგორ დაიკარგა, ის უბრალოდ გაუჩინარდა. და კვალიც არსად ჩანს. . მას დაურეკა მეგობარმა ბადრიმ, 3 საათში უნდა ყოფილიყო ადგილზე, თუმცა როდესაც ბადრიმ ხელმეორედ დარეკა, მას ტელეფონი გამორთული ქონდა,“ – აცხადებს სმისლოვის შვილი.  მეგობრებმა მისი ძებნა ღამითვე დაიწყეს, თუმცა უშედეგოდ.
საქმეზე გამოძიება დაწყებულია. შსს-ში აცხადებენ, რომ 276-ე მუხლით მიმდინარეობს ძიება, რაც ავტო საგზაო შემთხვევას გულისხმობს. სამეგრელო-ზემო სვანეთში დაკარგული ოჯახი სამართალდამცველებს თანამშრომლობისკენ მოუწოდებს და 
დაკარგულის  გაუჩინარების გარემოებათა დადგენის დაჩქარებას ითხოვს.
 

სიახლეები

საოკუპაციო ხაზს მიღმა სოფელში დათა პაპას მეუღლე გარდაიცვალა

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთში, რომელიც საოკუპაციო ხაზს მიღმაა, დათა (პაპას) ვანიშვილის მეუღლე, ვალია ვანიშვილი...

ძლიერდება, როცა ებრძვიან – მაია ასათიანი ნანუკა ჟორჟოლიანზე

"17-ის იყო, რომ გავიცანი, მე-18-ის, მეგობრებიც ვიყავით და მტრებიც, არ იყო ადვილი, ის რომ...

არანორმალურობის ფარგლებს გაცდა უკვე ყველაფერი – ეკა ხოფერია

რა ვიცი, რა გითხრათ აბა... გავაგრძელოთ ასე. საქმე არც მხოლოდ ნანუკაშია, არც ბუკა პეტრიაშვილში...

ძალიან კარგი და შინაარსიანი შეხვედრა გაიმართა – დიუშენის სინდრომით დაავადებული ბავშვის მშობლები პატრიარქს შეხვდნენ

პატრიარქმა მოგვისმინა და განაცხადა, რომ ყველა საჭირო პირთან ექნება კომუნიკაცია ამ პრობლემის მოგვარების მიზნით...