მთავარისიახლეებიპოლიტიკარეჯეფ თაიფ ერდოღანი კატეგორიულად უარყოფს, რომ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა დადგმული იყო

რეჯეფ თაიფ ერდოღანი კატეგორიულად უარყოფს, რომ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა დადგმული იყო

Published on

 თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი კატეგორიულად უარყოფს, რომ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა დადგმული იყო. „სამწუხაროდ, ეს მხოლოდ დეზინფორმაციაა. როგორ შეიძლება დაგეგმო მსგავსი რამ? როგორ შეიძლება დაუშვა ამდენი სამოქალაქო პირის დაღუპვა? ადამიანური სინდისი ამის საშუალებას მოგცემს? ეს შეუძლებელია. რეჯეფ თაიფ ერდოღანი და მისი მეგობრები, კოლეგები იქნებოდნენ პირველი, ვინც ასეთ იდეაზე უარს იტყოდნენ“, – განაცხადა ერდოღანმა CNN-თან ინტერვიუშიერდოღანი გადატრიალების მცდელობაში აშშ-ში მცხოვრებ მუსლიმ სწავლულს ფეთჰულა გიულენს ადანაშაულებს და მის ექსტრადიციას ითხოვს. ერდოღანის თქმით, მან ადრე სიტყვიერად მიმართა აშშ-ს პრეზიდენტ ბარაქ ობამას გიულენის ექსტრადიციის თხოვნით, მიმდინარე კვირას კი ვაშინგტონი წერილობით შეტყობინებასაც მიიღებს. 

სიახლეები

საარსებო შემწეობის მიღება დაახლოებით, 35 000-მდე ოჯახს შეუწყდა

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, დაახლოებით 35 000-მდე ოჯახს საარსებო შემწეობის მიღება შეუწყდა - მიხელ სარჯველაძე...

“ქართველი მებრძოლების დევნა-TI-ის კვლევა

ქართველი მებრძოლების დევნა: ივანიშვილის მთავრობის და კრემლის საერთო ოპერაცია? - ამ სათაურით აქვეყნებს "საერთაშორისო...

ევროკომისიამ უკრაინას დრონებისა და რაკეტებისთვის €1.24 მილიარდი გადაურიცხა

ევროკომისიამ უკრაინას €90-მილიარდიანი სასესხო პაკეტის თავდაცვის კომპონენტიდან €1.24 მილიარდი გადაურიცხა, რაც უკრაინული კომპანიების მიერ...

საქართველოში მიზეზი პანიკისთვის არ არსებობს – სარჯველაძე რუსეთში ჭირის შემთხვევაზე

მიხეილ სარჯველაძე რუსეთში ჭირის შემთხვევას ეხმაურება, ამბობს, რომ საქართველოში "არავითარი მიზეზი რაიმე პანიკისთვის და...