მთავარისიახლეებიპოლიტიკასომხეთში შეიარაღებულ პირებთან ღამის მოლაპარაკება უშედეგოდ დასრულდა

სომხეთში შეიარაღებულ პირებთან ღამის მოლაპარაკება უშედეგოდ დასრულდა

Published on

მთელ ღამის განმავლობაში გრძელდებოდა მოლაპარაკებები სომხეთში ერევნის ერბუნის რაიონში მდებარე პოლიციის განყოფილებაში გამაგრებულ 26 შეიარაღებულ პირთან, თუმცა უშედეგოდ. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მათ მძევლად ყავთ აყვანილი 7 რიგითი პოლიციის თანამშრომელი, ასევე ერევნისა და რესპუბლიკის პოლიციის უფროსის მოადგილეები. მოთხოვნები უცვლელია – ოპოზიციის ერთ-ერთი დაკავებული აქტივისტის გათავისუფლება და მთავრობის გადადგომა.გვიან ღამით, შეიარაღებულებთან შესვლა კიდევ ერთხელ სცადა გავლენიანი ოპოზიციური პარტიის ლიდერმა ნიკოლ პაშინიანმა, თუმცა პოლიციამ ამის უფლება აღარ მისცა. ერბუნის რაიონის ყველა მისადგომს პოლიციის გაძლიერებული კორდონი იცავს. ადგილზე მობილზიებულია ჯავშანტექნიკაც.ჯერ-ჯერობით ხელისუფლებისგან ოფიციალური განცხადება არ გაკეთებულა. 

 

სიახლეები

საარსებო შემწეობის მიღება დაახლოებით, 35 000-მდე ოჯახს შეუწყდა

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, დაახლოებით 35 000-მდე ოჯახს საარსებო შემწეობის მიღება შეუწყდა - მიხელ სარჯველაძე...

“ქართველი მებრძოლების დევნა-TI-ის კვლევა

ქართველი მებრძოლების დევნა: ივანიშვილის მთავრობის და კრემლის საერთო ოპერაცია? - ამ სათაურით აქვეყნებს "საერთაშორისო...

ევროკომისიამ უკრაინას დრონებისა და რაკეტებისთვის €1.24 მილიარდი გადაურიცხა

ევროკომისიამ უკრაინას €90-მილიარდიანი სასესხო პაკეტის თავდაცვის კომპონენტიდან €1.24 მილიარდი გადაურიცხა, რაც უკრაინული კომპანიების მიერ...

საქართველოში მიზეზი პანიკისთვის არ არსებობს – სარჯველაძე რუსეთში ჭირის შემთხვევაზე

მიხეილ სარჯველაძე რუსეთში ჭირის შემთხვევას ეხმაურება, ამბობს, რომ საქართველოში "არავითარი მიზეზი რაიმე პანიკისთვის და...