მთავარისიახლეებიმსოფლიოავიაბაზა „ინჯირლიკის“ მეთაური დაკავებულია, ბაზა – ბლოკირებული. თურქეთსა და აშშ –ს შორის...

ავიაბაზა „ინჯირლიკის“ მეთაური დაკავებულია, ბაზა – ბლოკირებული. თურქეთსა და აშშ –ს შორის ურთიერთობები იძაბება

Published on

გენერალი ბექირ ერჯან ვანი, რომელიც ავიაბაზა „ინჯირლიკს“ მეთაურობს, თურქეთში სამხედრო გადატრიალებაში მონაწილეობის ბრალდებით დააკავეს. ამის შესახებ „სი-ენ-ენი“ თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით იუწყება. 
მანამდე თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ „ინჯირლიკის“ ბაზაზე რამდენიმე სამხედრო პირია დაკავებული, რომლებიც 15 ივლისის სამხედრო გადატრიალების მცდელობაში მონაწილეობდნენ.
აღნიშნულ ავიაბაზას აშშ და მოკავშირეები სირიასა და ერაყში ავიადარტყმების განსახორციელებლად იყენებენ.
„ინჯირლიკის" ბაზის ბლოკირება ვაშინგტონში დიდ უკმაყოფილებას და წინააღმდეგობას გამოიწვევს, – ამის შესახებ შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ყოფილი მეორე მოადგილე და ამერიკის ყოფილი ელჩი აზერბაიჯანში მეთიუ ბრაიზა ”ამერიკის ხმისთვის” მიცემულ ინტერვიუში საუბრობს. 
მეთიუ ბრაიზა სტამბოლის მოვლენებზე ვრცლად საუბრობს და აცხადებს, რომ სტრატეგიული თვალსაზრისით გადატრიალების მცდელობა ჩავარდა, ტაქტიკური მნიშვნელობით კი ოპერაციები ისევ გრძელდება. 
"შეერთებული შტატები სრულ თანადგომას უცხადებს თურქეთის დემოკრატიულად არჩეულ სამოქალაქო მთავრობას" – ასეთი იყო თეთრი სახლის პირველი რეაქცია თურქეთში მიმდინარე მოვლენებზე. ამბოხების ჩახშობის შემდეგ კი თურქეთი ამერიკას "ინჯირლიკის" სამხედრო ბაზაზე წვდომას უბლოკავს, რასაც ბრაიზა თურქეთის მიერ ამერიკის მთავრობაზე გავლენის მოხდენად აფასებს რადგან თურქეთს პენსილვანიაში დევნილობაში მყოფი "სასულიერო პირის და ფეთჰულა გიულენის ექსტრადიცია სურს.
 
მოსამართლეების ერთი მესამედი დაკავებულია, ჯერჯერობით უცნობია დაკავების საფუძველი, გავრცელებული ინფორმაციით მათ ფეთჰულა გიულენთან თანამშრომლობაში სდებენ ბრალს. გრძელდება წნეხი ამერიკის სამხედროებზე, თურქეთის მთავრობა მათ საშუალებას არ აძლევს „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ საჰაერო ოპერაცია ჩაატაროს თურქეთის „ინჯირლიკის“ ბაზიდან. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამ ბაზას ელექტროენერგიის მიწოდებაც შეუწყდა. ეს ძალიან ძლიერი მესიჯია", – აცხადებს მეთიუ ბრაიზა.
 
ბრაიზა მიიჩნევს, რომ "ინჯირლიკის" ბაზის ბლოკირებამ, რომლითაც ამერიკა და ნატოს წევრი სხვა სახელმწიფოები "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ კამპანიისთვის სარგებლობნენ, ამ ბაზით არა მარტო ამერიკა, არამედ ნატოს სხვა წევრებიც სარგებლობენ, ხელს შეუშლის თურქეთ-ამერიკის ურთიერთობებს, რაც "ვაშინგტონში დიდ უკმაყოფილებას და წინააღმდეგობას გამოიწვევს".
 
თუ ბერკეტების მსგავსი ბრძოლა გაგრძელდა, თურქეთ-ამერიკის ურთიერთობებზე ძალიან პესიმისტური მოლოდინები მაქვს. სულ ცოტა ხნის ნატოს სამიტზე განიხილავდნენ როგორ დაეცვათ თურქეთი მეხუთე მუხლით "ისლამური სახელმწიფოსგან”, დღეს კი თურქეთი სამხედრო ოპერაციებს უზღუდავს ნატოს ლიდერ ქვეყანას, შეერთებულ შტატებს. ჩემს დიპლომატიურ გამოცდილებაში ეს უპრეცენდენტო შემთხვევაა”, – ამბობს ბრაიზა ”ამერიკის ხმისთვის” მიცემულ ინტერვიუში.
 

სიახლეები

რა ვაღიარო? სპეცრაზმელზე ყვავილის სროლა, მშვიდობის ნიშნად? ციხეში ვართ სამშობლოს სიყვარულისთვის – დავით ღურწკაია

3 თვეა, რაც უკანონოდ ციხეში ვართ სამშობლოს სიყვარულისთვის, რადგან ბატონ კობახიძეს ჩვენი ეშინია, -...

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა EU-ის გაფართოებაზე საუბრისას საქართველო არ ახსენა

საქართველო ბორტს მიღმა - ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა EU-ის გაფართოებაზე საუბრისას საქართველო არ ახსენა. ანტონიო...

ირანში მიმდინარე პროტესტების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 45-მდე გაიზარდა

ირანში მიმდინარე პროტესტების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 45-მდე გაიზარდა. დემონსტრაციები უკვე 12 დღეა უწყვეტად გრძელდება....

ამოღებულია „ჰეროინი“, „ამფეტამინი“, „მეთადონი“, „მდმა“, „კოკაინი“, „მეტამფეტამინი“ და სხვა ნარკოტიკული საშუალებები – დაკავებულია 5 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის, თბილისის პოლიციისა და შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, დიდი...