მთავარისიახლეებიპოლიტიკაზაზა ფირალიშვილმა პარტია ,,თავისუფალი დემოკრატები'' დატოვა

ზაზა ფირალიშვილმა პარტია ,,თავისუფალი დემოკრატები” დატოვა

Published on

ზაზა ფირალიშვილმა ,,თავისუფალი დემოკრატები'' დატოვა. სოციალურ ქსელში პარტიის ყრილობის შემდეგ  გავრცელებულ განცხადებაში პარტიის დატოვების მიზეზად იგი  "გარკვეულ იდეოლოგიურ და ტაქტიკური წინააღმდეგობებს" და საკუთარ ცხოვრებისეულ რიტმს ასახელებს. 
 
"იყო გარკვეული იდეოლოგიური და ტაქტიკური წინააღმდეგობებიც, იყო გაუგებრობაც, თუმცა კი ყველაფერი ეს დისკუსიას ექვემდებარებოდა. ყოფილ პარტნიორებთან ადამიანური ურთიერთობის გაფუჭების მიზეზი არა მაქვს. თუ ოდესმე ჩემი რჩევების საჭიროება ექნებათ, ცხადია, უარს არ ვეტყვი. არასოდეს არავისთვის მითქვამს უარი და მითუმეტეს, უარს ვერ ვეტყვი ყოფილ პარტნიორებს," – წერს ფირალიშვილი და დასძენს, რომ ამ პარტიას დღესაც  ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო, ქვეყნის უკეთეს მომავალზე ორიენტირებულ პოლიტიკურ გუნდად მიიჩნევს.  
 
ამასთან, ის სხვა რომელიმე პარტიაში და მათ შორის მმართველ გუნდში გაწევრიანებას გამორიცხავს. 
 
"საგანგებოდ ვაცხადებ, რომ არ ვაპირებ რომელიმე სხვა, მითუმეტეს, სახელისუფლებო პოლიტიკურ გუნდში გადასვლას. დღესაც მაქვს ორიოდე საკმაოდ მომხიბლავი წინადადება, მაგრამ წმინდა მორალურ მოსაზრებებსაც რომ დავანებოთ თავი, პოლიტიკის გარეშეც მაქვს თვითრეალიზების სივრცე და ასეთი სალტო-მორტალეების საჭიროება არ გამაჩნია,“ – აცხადებს ზაზა ფირალიშვილი.

სიახლეები

საარსებო შემწეობის მიღება დაახლოებით, 35 000-მდე ოჯახს შეუწყდა

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, დაახლოებით 35 000-მდე ოჯახს საარსებო შემწეობის მიღება შეუწყდა - მიხელ სარჯველაძე...

“ქართველი მებრძოლების დევნა-TI-ის კვლევა

ქართველი მებრძოლების დევნა: ივანიშვილის მთავრობის და კრემლის საერთო ოპერაცია? - ამ სათაურით აქვეყნებს "საერთაშორისო...

ევროკომისიამ უკრაინას დრონებისა და რაკეტებისთვის €1.24 მილიარდი გადაურიცხა

ევროკომისიამ უკრაინას €90-მილიარდიანი სასესხო პაკეტის თავდაცვის კომპონენტიდან €1.24 მილიარდი გადაურიცხა, რაც უკრაინული კომპანიების მიერ...

საქართველოში მიზეზი პანიკისთვის არ არსებობს – სარჯველაძე რუსეთში ჭირის შემთხვევაზე

მიხეილ სარჯველაძე რუსეთში ჭირის შემთხვევას ეხმაურება, ამბობს, რომ საქართველოში "არავითარი მიზეზი რაიმე პანიკისთვის და...