მთავარისიახლეებიმსოფლიოჯონ კერი: ანკარას განცხადებები გადატრიალების მცდელობაში ვაშინგტონის რაიმე როლთან დაკავშირებით აბსოლუტური სიცრუეა...

ჯონ კერი: ანკარას განცხადებები გადატრიალების მცდელობაში ვაშინგტონის რაიმე როლთან დაკავშირებით აბსოლუტური სიცრუეა და ზიანს აყენებს ორი ქვეყნის ურთიერთობას”

Published on

თურქეთში შეთქმულების შემდეგ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით მორიგი სატელეფონო საუბარი შედგა შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანსა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შორის.ჯონ კერის თქმით, შეერთებული შტატები მზადაა, თურქეთის ხელისუფლებას გამოძიების პროცესში დაეხმაროს, თუმცა, მისი თქმით, "საჯარო ინსინუაციები ან მტკიცებები არშემდგარ გადატრიალების მცდელობაში ვაშინგტონის რაიმე როლთან დაკავშირებით, არის აბსოლუტური სიცრუეა და ზიანს აყენებს ორი ქვეყნის ურთიერთობას".სახელმწიფო მდივანმა კიდევ ერთხელ გამოხატა მხარდაჭერა თურქეთის დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლების მიმართ და მოუწოდა ანკარას, გამოძიება კანონის უზენაესობისა და საერთაშორისო ვალდებულებების დაცვით აწარმოოს.სახელმწიფო დეპარტამენტამდე მორიგი განცხადება თეთრმა სახლმაც გაავრცელა და დემოკრატიულად არჩეული მთავრობის მიმართ შეერთებული შტატების ურყევი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოხატა. 
 

სიახლეები

საარსებო შემწეობის მიღება დაახლოებით, 35 000-მდე ოჯახს შეუწყდა

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, დაახლოებით 35 000-მდე ოჯახს საარსებო შემწეობის მიღება შეუწყდა - მიხელ სარჯველაძე...

“ქართველი მებრძოლების დევნა-TI-ის კვლევა

ქართველი მებრძოლების დევნა: ივანიშვილის მთავრობის და კრემლის საერთო ოპერაცია? - ამ სათაურით აქვეყნებს "საერთაშორისო...

ევროკომისიამ უკრაინას დრონებისა და რაკეტებისთვის €1.24 მილიარდი გადაურიცხა

ევროკომისიამ უკრაინას €90-მილიარდიანი სასესხო პაკეტის თავდაცვის კომპონენტიდან €1.24 მილიარდი გადაურიცხა, რაც უკრაინული კომპანიების მიერ...

საქართველოში მიზეზი პანიკისთვის არ არსებობს – სარჯველაძე რუსეთში ჭირის შემთხვევაზე

მიხეილ სარჯველაძე რუსეთში ჭირის შემთხვევას ეხმაურება, ამბობს, რომ საქართველოში "არავითარი მიზეზი რაიმე პანიკისთვის და...