მთავარისიახლეებიპოლიტიკაერდოღანმა მოსახლეობას სატელეფონო შეტყობინებები გაუგზავნა- ქვეყნის პირველმა პირმა მოსახლეობას ქუჩაში გამოსვლა და...

ერდოღანმა მოსახლეობას სატელეფონო შეტყობინებები გაუგზავნა- ქვეყნის პირველმა პირმა მოსახლეობას ქუჩაში გამოსვლა და ხელისუფლების დაცვა სთხოვა.

Published on

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა მოსახლეობას სატელეფონო შეტყობინებები გაუგზავნა. ქვეყნის პირველმა პირმა მოსახლეობას ქუჩაში გამოსვლა და ხელისუფლების დაცვა სთხოვა. ქვეყნის პრეზიდენტმა მოსახლეობას ვიდეო მიმართვა აქამდეც გაუგზავნა და სახელმწიფო გადატრიალებისთვის ხელის შეშლა სთხოვა. თურქეთში შეიარაღებული გადატრიალება გუშინ გვიან ღამით დაიწყო. შეირაღებული ძალების ნაწილმა განაცხადა, რომ მართველობაზე კონტროლის დამყარებას გეგმავდა, რის შემდეგაც ქვეყანაში კომენდანტის საათი გამოაცხადა. სტამბოლისა და ანკარას ქუჩებში ტანკები და სხვა მძიმე შეიარაღება გამოჩნდა, საჰაერო სივრცეს ამბოხებულები თვითმფრინავების მეშვეობით აკონტროლებდნენ. მოგვიანებით, მათ ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოზე საჰაერო თავდასხმა განახორციელეს. ქვეყნის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა ტელემიმართვა გაავრცელა, შემდეგ კი საკუთარ მხარდამჭერებს შეხვდა და მოსახლეობას ქალაქის ქუჩებში დარჩენა სთხოვა იქამდე, სანამ ვითარება არ დასტაბილურდებოდა. 


 

სიახლეები

შიო III-მნიშვნელოვანია, მართებულად გაიაზროთ თავისუფლების არსი

მინდა მივმართო ჩვენს მომავალ თაობას - როგორც ამბობს წმინდა პავლე მოციქული, თქვენ თავისუფლებისთვის ხართ...

დიდი ბრიტანეთის მეფე ჩარლზ III საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

დიდი ბრიტანეთის მეფე ჩარლზ III საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს, - მისალოც წერილს მიხეილ ყაველაშვილის...

„ოპოზიციური ალიანსის“ ორგანიზებით, თბილისში დღეს საპროტესტო აქცია გაიმართება

„ოპოზიციური ალიანსის” ორგანიზებით, დღეს თბილისში საპროტესტო აქცია გაიმართება. მოქალაქეები 19:00 საათზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის...

26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა

26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა. ზუსტად 108 წლის წინ, 1918 წლის 26 მაისს, საქართველოს...