მთავარისიახლეებიპოლიტიკაგიორგი მარგველაშვილი: ორი თვე გავიდა კორცხელის ინციდენტიდან და, დროა, გარდა კომენტარებისა,...

გიორგი მარგველაშვილი: ორი თვე გავიდა კორცხელის ინციდენტიდან და, დროა, გარდა კომენტარებისა, საზოგადოებამ რეალური ქმედებები ნახოს

Published on

 
,, ორი თვე გავიდა კორცხელის ინციდენტიდან და,  დროა, გარდა კომენტარებისა,  საზოგადოებამ რეალური ქმედებები ნახოს – აღნიშნა დღეს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა  ბათუმში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციაზე "საქართველოს ევროპული გზა'', სადაც ქვეყანაში არსებულ  წინასაარჩევნო გარემოსთან კონტექსტში ისაუბრა  კორცხელის ინციდენტის გამოძიების აუცილებლობაზეც. 
"ადამიანები, რომლებიც გადაწყვეტენ, რომ პოლიტიკურ დებატებს რაღაც სხვა ზომები ჯობია, ისინი რა თქმა უნდა, სამართლებრივად აგებენ პასუხს და ეს საკითხი უნდა დადგეს. ჩვენ აღარ გვინდა კომენტარები, ჩვენ გვინდა ქმედებები. მე და საქართველოს საზოგადოება ველოდებით სწორ, გამჭვირვალე საარჩევნო პროცესს. მეორე ის, რომ მედია იყოს აბსოლუტურად თავისუფალი და ასახოს არჩევნები. ჩვენ თუ არ გვექნება ეფექტური კომუნიკაციის გზები, არჩევნები ვერ იქნება ეფექტური", – აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა ბათუმში "დიალოგი პრეზიდენტთან" შეხვედრის ფარგლებში.
 

სიახლეები

ნანუკა ჟორჟოლიანი პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს

ე.წ. საბოტაჟის საქმეზე ნანუკა ჟორჟოლიანი გამოკითხვაზე დაიბარეს. ამის შესახებ ჟურნალისტი სოციალურ ქსელში წერს. ჟორჟოლიანი აღნიშნავს,...

NATO-ში საქართველოს წარმომადგენლად ირაკლი ბერაია დაინიშნა

NATO-ში საქართველოს წარმომადგენლად ირაკლი ბერაია დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას ივანიშვილის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. "ირაკლი...

პროტესტის 300 დღე მხოლოდ რიცხვი არ არის, ეს გამბედაობის მტკიცებულებაა – სალომე ზურაბიშვილი

პროტესტის 300 დღე მხოლოდ რიცხვი არ არის, ეს გამბედაობის მტკიცებულებაა - ამის შესახებ საქართველოს...

დააკავეს პირები, რომლებიც ვალუტის გაცვლით ოპერაციებს უკანონოდ ახორციელებდნენ

დააკავეს პირები, რომლებიც ვალუტის გაცვლით ოპერაციებს უკანონოდ ახორციელებდნენ - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა...