მთავარისიახლეებიპოლიტიკასაქართველოს პრეზიდენტმა აჭარაში რწმუნებულად ზურაბ პატარაძე დანიშნა, გადაყენებულია აჭარის...

საქართველოს პრეზიდენტმა აჭარაში რწმუნებულად ზურაბ პატარაძე დანიშნა, გადაყენებულია აჭარის მთავრობაც

Published on

 საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა აჭარის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატი ზურაბ პატარაძე რწმუნებულად დანიშნა. 
„ ამასთან  გადაყენებულია მთავრობაც. აჭარის კონსტიტუციაში არის მუხლი, რომელიც იძლევა შესაძლებლობას, რომ საქართველოს პრეზიდენტმა მთავრობასთან შეთანხმებით დანიშნოს თავისი რწმუნებული რეგიონში, როცა ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა უფლებამოსილების მიღმა რჩება. აქედან გამომდინარე, გამოყენებულია მუხლი, რომელიც ითვალისწინებს არა მარტო რწმუნებულის, არამედ მისი აპარატის დანიშვნას და შესაბამისად მთავრობის გადაყენებასაც.”, – განმარტავს აწარის უმაღლესი საბჭოს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე თემურ კახიძე ,,ბათუმელების ჟურნალისტთან საუბარში. 
მისივე თქმით, რწმუნებული ორი თვის ვადით არის დანიშნული. ამ დროში უნდა მოხდეს პოლიტიკური შეთანხმება, ან უნდა აირჩიონ ახალი მთავრობა ან უმაღლესი საბჭო იქნება დათხოვნილი და გამოცხადდება საპრეზიდენტო საბჭო. აქედან გამომდინარე, რწმუნებული მიიყვანს არჩევნებამდე პროცესს და ამის შემდეგ თავისთავად გაირკვევა, ვინ იქნება ახალ მთავრობაში.  

სიახლეები

საარსებო შემწეობის მიღება დაახლოებით, 35 000-მდე ოჯახს შეუწყდა

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, დაახლოებით 35 000-მდე ოჯახს საარსებო შემწეობის მიღება შეუწყდა - მიხელ სარჯველაძე...

“ქართველი მებრძოლების დევნა-TI-ის კვლევა

ქართველი მებრძოლების დევნა: ივანიშვილის მთავრობის და კრემლის საერთო ოპერაცია? - ამ სათაურით აქვეყნებს "საერთაშორისო...

ევროკომისიამ უკრაინას დრონებისა და რაკეტებისთვის €1.24 მილიარდი გადაურიცხა

ევროკომისიამ უკრაინას €90-მილიარდიანი სასესხო პაკეტის თავდაცვის კომპონენტიდან €1.24 მილიარდი გადაურიცხა, რაც უკრაინული კომპანიების მიერ...

საქართველოში მიზეზი პანიკისთვის არ არსებობს – სარჯველაძე რუსეთში ჭირის შემთხვევაზე

მიხეილ სარჯველაძე რუსეთში ჭირის შემთხვევას ეხმაურება, ამბობს, რომ საქართველოში "არავითარი მიზეზი რაიმე პანიკისთვის და...