მთავარისიახლეებისაზოგადოებაჭადრაკის მოცარტი და პოლიტიკური კონიუნქტურის ზეწოლა ფოთზე

ჭადრაკის მოცარტი და პოლიტიკური კონიუნქტურის ზეწოლა ფოთზე

Published on

ფოთის მერია უარყოფს  „ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებას იმის შესახებ, რომ ნანა ალექსანდრიას სახელობის საჭადრაკო  ფესტივალს სახელი გადაარქვეს პოლიტიკური კონიუნქტურიდან გამომდინარე და ამტკიცებს, რომ ეს მხოლოდ  და მხოლოდ ფოთის სახელის პოპულარიზაციის მიზნით მოხდა,  თუმცა ვერ ხსნის, რა სირთულეს წარმოადგენდა ფესტივალს შემდგომშიც ეტარებინა ნანა ალექსანდრიას სახელობის ფოთის საერთაშორისო  საჭადრაკო ფესტივალის სახელი. ამ ლოგიკით, შესაძლოა ყველა სხვა სახელობითი მუსიკალური ფესტივალის, სპორტული ტურნირისა და თვით უნივერსიტეტების  სახელწოდებებიდანაც კი გაქრეს მათი   დამფუძნებლების სახელი, რისი მაგალითებიც, სამწუხაროდ, ბევრი გვაქვს საქართველოს ახლო წარსულში. 
მერიის კონიუნქტურული მიდგომების არსს ვერ ცვლის და საზოგადოების მძაფრ რეაქციას მის ამ გადაწყვეტილებაზე ვერ გაანელებს იმ ფაქტის მოშველიება, რომ, როგორც ადმინისტრაციაში განმარტავენ,   ,,ცვლილებები  ქალბატონ ნანასთან  შეთანხმებით მოხდა''.
ნანა ალექსანდრია, რომელსაც მსოფლიო საჭადრაკო სამყარო იცნობს როგორც ,,პოეტს ჭადრაკში'', ,,მოცარტს ჭადრაკში''  თამაშის სტილითა და პიროვნული, მიამიტობამდე მისული არამერკანტილური ცხოვრების წესით, ის პიროვნება არ არის, რომ სახელსა და დიდებას ჩაებღაუჭოს, მით უფრო, რომ მას ისეთი კვალი აქვს გავლებული საქართველოს, მსოფლიოს  საჭადრაკო ცხოვრებაში, რომ მის რეგალიებს რაიმე განსაკუთრებულს ვერ შესძენს, ერქმევა თუ არა ამ ფესტივალს მისი სახელი. ეს ფოთს უფრო სჭირდებოდა.
,, ნუთუ სოლოლაკიდან  მობერილი  კონიუნქტურული სიო უფრო ძლიერია , ვიდრე შავი ზღვიდან მოვარდნილი ქარიშხლები და შტორმი , რომლებიც ათასეული წლებია ფოთს უტევს, მაგრამ   ვერაფერი დააკლო,? '' – წერენ მოქალაქეები სოციალურ ქსელებში. 
 
 

სიახლეები

შიო III-მნიშვნელოვანია, მართებულად გაიაზროთ თავისუფლების არსი

მინდა მივმართო ჩვენს მომავალ თაობას - როგორც ამბობს წმინდა პავლე მოციქული, თქვენ თავისუფლებისთვის ხართ...

დიდი ბრიტანეთის მეფე ჩარლზ III საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

დიდი ბრიტანეთის მეფე ჩარლზ III საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს, - მისალოც წერილს მიხეილ ყაველაშვილის...

„ოპოზიციური ალიანსის“ ორგანიზებით, თბილისში დღეს საპროტესტო აქცია გაიმართება

„ოპოზიციური ალიანსის” ორგანიზებით, დღეს თბილისში საპროტესტო აქცია გაიმართება. მოქალაქეები 19:00 საათზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის...

26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა

26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა. ზუსტად 108 წლის წინ, 1918 წლის 26 მაისს, საქართველოს...