მთავარისიახლეებიპოლიტიკაგიგლა აგულაშვილი : ,,გადაწყვეტილება დავტოვო რესპუბლიკური პარტია პრემიერმინისტრთან კონსულტაციების შემდეგ მივიღე''

გიგლა აგულაშვილი : ,,გადაწყვეტილება დავტოვო რესპუბლიკური პარტია პრემიერმინისტრთან კონსულტაციების შემდეგ მივიღე”

Published on

გარემოს დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს და რესპუბლიკური პარტიის დატოვების მიზეზებეს განმარტავს.
"საქართველოს პრემიერმინისტრთან კონსულტაციების შემდეგ მივიღე გადაწყვეტილება დავტოვორესპუბლიკური პარტია და დავრჩე გიორგი კვირიკაშვილის სამთავრობო გუნდში. ეს ნაბიჯი არ იყო უმტკივნეულო, რადგან წლები მაკავშირებს რესპუბლიკურ პარტიასთან, მაგრამ გადაწყვეტილების მიღებისას მამოძრავებდა მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა. კარგად ვარ ინფორმირებული პრემიერმინისტრისა და მისი გუნდის სამომავლო გეგმებზე, მჯერა ჩემი არჩევანის სისწორისა, რადგან იგი უკავშირდება საქართველოს მდგრად, სტაბილურ განვითარებას, თითოეული მოქალაქის კეთილდღეობას. ბუნებრივია, ჩემთვის დიდი პატივია, სამთავრობო გუნდში ქართულ ოცნებასთან ერთად გავაგრძელო საქმიანობა და წვლილი შევიტანო ქვეყნის აღმშენებლობის საქმეში," – ნათქვამია აგულაშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებაში 

სიახლეები

საარსებო შემწეობის მიღება დაახლოებით, 35 000-მდე ოჯახს შეუწყდა

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, დაახლოებით 35 000-მდე ოჯახს საარსებო შემწეობის მიღება შეუწყდა - მიხელ სარჯველაძე...

“ქართველი მებრძოლების დევნა-TI-ის კვლევა

ქართველი მებრძოლების დევნა: ივანიშვილის მთავრობის და კრემლის საერთო ოპერაცია? - ამ სათაურით აქვეყნებს "საერთაშორისო...

ევროკომისიამ უკრაინას დრონებისა და რაკეტებისთვის €1.24 მილიარდი გადაურიცხა

ევროკომისიამ უკრაინას €90-მილიარდიანი სასესხო პაკეტის თავდაცვის კომპონენტიდან €1.24 მილიარდი გადაურიცხა, რაც უკრაინული კომპანიების მიერ...

საქართველოში მიზეზი პანიკისთვის არ არსებობს – სარჯველაძე რუსეთში ჭირის შემთხვევაზე

მიხეილ სარჯველაძე რუსეთში ჭირის შემთხვევას ეხმაურება, ამბობს, რომ საქართველოში "არავითარი მიზეზი რაიმე პანიკისთვის და...