სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურასთან ფილების დამგები მუშებისა და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთობლივი აქცია გაიმართა. მიუხედავად იმისა, რომ საქმე ძიებაშია, მუშების განმარტებით, ანაზღაურება ჯერ არ მიუღიათ, ისინი გამოძიების დაჩქარებას და კუთვნილი ხელფასის დარიგებას ითხოვენ. აქციაზე ასევე იმყოფებოდნენ ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერები. მათ თან ქონდათ პლაკატები წარწერებით: „ეჭვმიტანილები არიან ბიუჯეტის ქურდობაში“, „პოკურატურას ძინავს“, „მოვითხოვთ ჩვენს ნაშრომ ფულს“, ამასთან პლაკატი,სადაც გამოსახული იყო ბიძინა ივანიშვილი, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია და ვიცე-მერი გია გულორდავა.ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა და საკრებულოს დეპუტატმა ანი წითლიძემ აღნიშნული საქმის მფარველობაში სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი და ვიცე -მერი გია გულორდავა დაადანაშაულა: „ამ საქმეს მფარველობს გუბერნატორი შონია და ვიცე-მერი გია გულორდავა, ამ უკანასკნელმა 70 ათასი ლარი აიღო შპს „ამი 2014“-სგან, რამაც საბოლოოდ გამოიწვია ამ კომპანიის გაკოტრება. მიუხედავად იმისა, რომ საქმე ძიებაშია, ჩვენ არ ვიცით, რა ეტაპზეა ის. ამ საქმეს მფარველობს გუბერნატორი შონია, რომელიც დაკავშირებულია თამაზაშვილების კლანთან და ბიძინა ივანიშვილთან, რის გამოც დამნაშავე გულორდავა, რომელიც ეჭვმიტანილია თანხების მითვისებაში, ემალება გამოძიებას.“-განაცხადა წითლიძემ ნაციონალური მოძრაობის წევრებმა განაცხადეს, რომ მუშებს დაურეკეს და გააფრთხილეს აქციაზე არ მისულიყვნენ, თუმცა მუშებმა ეს ინფორმაცია ჟურნალისტებთან არ დაადასტურეს.მოგვიანებით აქციის მონაწილეებმა მერიასთან გადაინაცვლეს და წარწერიანი ფილები და ფოტოები დაალაგეს.აქციას ქალაქის მერია არ გამოხმაურებია, ჟურნალისტებს მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა მაია ღუბელაძემ განუცხადა, რომ უწყება ამ თემაზე კომენტარს არ აკეთებს, ხოლო რაც შეეხება სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორს, პრესსამსახურის განცხადებით, გუბერნატორის მიმართ ბრალდება აბსურდული და სიცრუეა.შეგახსენებთ, რომ აქციის მონაწილე მუშები 2015 წლის დეკემბერში შესრულებული სამუშაოს ანაზღაურებას ითხოვენ. თანხა ამ ეტაპზე მათ ნაწილს არასრულად აუნაზღაურდა. ისინი საპროტესტო აქციებსპერიოდულად მართავდნენ.მუშები აცხადებენ, რომ მოთხოვნის დაკმაყოფილებამდე აქციებს გააგრძელებენ
მუშებმა კუთვნილი ხელფასის მოთხოვნით აქცია პროკურატურასთან და მერიასთან გამართეს
Published on