მთავარისიახლეებიპოლიტიკა"ენმ" ზუგდიდის საკრებულოს ამომრჩევლის მოსყიდვის მიზნით კომპანიების გადასახადების გათავისუფლებაში ადანაშაულებს

“ენმ” ზუგდიდის საკრებულოს ამომრჩევლის მოსყიდვის მიზნით კომპანიების გადასახადების გათავისუფლებაში ადანაშაულებს

Published on

 ნაციონალური მოძრაობის ზუგდიდის ოფისში დღეს ბრიფინგი გაიმართა. პარტიის წევრები ზუგდიდის საკრებულოს ქართული ოცნების სასარგებლოდ კომპანიების რამდენიმე თვით გადასახადებისგან გათავისუფლებაში ადანაშაულებენ, რის შედეგადაც ქალაქის ბიუჯეტმა  ნახევარი მილიონით იზარალა. ზუგდიდის ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ორგანიზაციის თავმჯდომარემ   ჟურნალისტებს დღეს 2016 წლის 3 ივნისით დათარიღებული შესაბამისი დადგენილება გააცნო.ლაშა დამენიას განმარტებით, საუბარია იმ კომპანიების პირველ სექტემბერდამდე მოსაკრებლისგან გათავისუფლებაზე, რომლებიც ქალაქის განვითარებისთვის მნიშვნელოვან სამუშაოებს ასრულებენ.ოპოზიციურ პარტიაში არ გამორიცხავენ, რომ   ეს  თანხები შეიძლება ამომრჩევლის მოსასყიდად იყოს მიმართული.ზუგდიდის საკრებულოში ოპოზიციური პარტიის ბრალდებებს არ პასუხობენ. საკრებულოს თავმჯდომარე ლაშა გოგიამ ჟურნალისტებს განუცხადა რომ დღეს კვირაა, არასამუშაო დღე და შესაბამისად კომენტარს ვერ გააკეთებენ.

სიახლეები

საქართველოში რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო შეიქმნა

საქართველოში რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო შეიქმნა - ინფორმაციას რუსული პროპაგანდისტული "სპუტნიკი" ავრცელებს და წერს, რომ...

„ფიქტიურად იყვნენ დასაქმებულები“. -კობახიძის აღიარება

ირაკლი კობახიძე აღიარებს, რომ სოციალურად დაუცველთა დასაქმების სახელმწიფო პროგრამა რეალურად ფორმალური და ფიქტიური იყო....

ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე, ელისო კილაძის საქმე ცალკე წარმოებად გამოიყო

ე.წ. ქოლ ცენტრების საქმეზე, თაღლითობისა და „ფულის გათეთრების" ბრალდებით დაკავებული ჟურნალისტის, ელისო კილაძის საქმე...

26 მაისს სომხეთში აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ჩავა

26 მაისს სომხეთში აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ჩავა - სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს...