მთავარისიახლეებისაზოგადოებაესპანურმა კორიდამ 29 წლის მატადორის სიცოცხლე ისხვერპლა

ესპანურმა კორიდამ 29 წლის მატადორის სიცოცხლე ისხვერპლა

Published on

„ბი-ბი-სი“-ს ინფორმაციით, 1985 წლის შემდეგ ეს კორიდას ფატალური შედეგით დასრულების პირველი შემთხვევაა. ესპანურმა კორიდამ მატადორ ვიქტორ ბარიოს სიცოცხლე ისხვერპლა. 29 წლის ახალგაზრდა არენაზე გამოსვლისას გარდაიცვალა.ბარიო ესპანეთის ქალაქ ტერუელში გამოდიოდა, როდესაც მას ხარი დაეჯახა და სასიკვდილო ზიანი გულ-მკერდის არეში მიაყენა. ექიმებმა მატადორის დახმარება ვერ შეძლეს. მომხდათან დაკავშირებით ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა მარიანო რაჟოიმ მწუხარება გამოთქვა. ესპანეთის მთავრობის მეთაური კორიდას მხარდამჭერად ითვლება. ესპანეთში ერთი წლის განმავლობაში 2 ათასზე მეტი შეჯიბრი იმართება, რომელშიც ხარები მონაწილობენ. თუმცა, დროთა განმავლობაში, მათი რაოდენობა მცირდება. 2010 წელს კატალონიამ კანარის კუნძულების მსგავსად კორიდას ჩატარება ოფიციალურად აკრძალა.

სიახლეები

საქართველო ეკუთვნის ქართველ ერს, ევროპას და არა ივანიშვილს და პუტინს – გოშიევსკა

ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე მიმდინარე დებატებისას ევროპარლამენტარმა მალგოჟატა გოშიევსკამ საქართველოში დემოკრატიული პროცესების მდგომარეობაზე ისაუბრა და...

საარსებო შემწეობის მიღება დაახლოებით, 35 000-მდე ოჯახს შეუწყდა

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, დაახლოებით 35 000-მდე ოჯახს საარსებო შემწეობის მიღება შეუწყდა - მიხელ სარჯველაძე...

“ქართველი მებრძოლების დევნა-TI-ის კვლევა

ქართველი მებრძოლების დევნა: ივანიშვილის მთავრობის და კრემლის საერთო ოპერაცია? - ამ სათაურით აქვეყნებს "საერთაშორისო...

ევროკომისიამ უკრაინას დრონებისა და რაკეტებისთვის €1.24 მილიარდი გადაურიცხა

ევროკომისიამ უკრაინას €90-მილიარდიანი სასესხო პაკეტის თავდაცვის კომპონენტიდან €1.24 მილიარდი გადაურიცხა, რაც უკრაინული კომპანიების მიერ...