მთავარისიახლეებიპოლიტიკა"ევროპის სახალხო პარტიის" ფრაქციის თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილს წერილს უგზავნის

“ევროპის სახალხო პარტიის” ფრაქციის თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილს წერილს უგზავნის

Published on

“ნაციონალური მოძრაობის” ინფორმაციით, “ევროპის სახალხო პარტიის” ფრაქციის თავმჯდომარე მანფრედ ვებერი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს წერილს უგზავნის.
როგორც “ნაციონალურ მოძრაობაში” განმარტავენ, საქართველოს მთავრობის მეთაურისადმი გაგზავნილი წერილი “ევროპის სახალხო პარტიამ”, რომლის წევრიც თავადაც არიან, მათაც მიაწოდა.
“ნაციონალური მოძრაობის” მტკიცებით, წერილში მანფრედ ვებერი საქართველოს ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნების, მათ შორის დედაქალაქის ყოფილი მერის, გიგი უგულავას საქმეებზე საუბრობს და განმარტავს, რომ “ჩვეულებრივ პრაქტიკად იქცა პოლიტიკური ლიდერებისა და ფიგურების მიმართ შერჩევითი სამართალი”. “ევროპის სახალხო პარტიის” ფრაქციის თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილს შეახსენებს, რომ მსგავსი ქმედებები დააზიანებს საქართველოს საერთაშორისო იმიჯს.

 

სიახლეები

სახელმწიფო დიუშენის სამკურნალო კიდევ ერთ პრეპარატს იყიდის

სახელმწიფო დიუშენის სამკურნალო კიდევ ერთ პრეპარატს იყიდის - როგორც ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა,...

კობახიძემ მარიამ ქვრივიშვილი ვიცე-პრემიერად დანიშნა

კობახიძემ მარიამ ქვრივიშვილი ვიცე-პრემიერად დანიშნა."მარიამ ქვრივიშვილს დაეკისრება საქართველოს ვიცე-პრემიერის მოვალეობა, რაც მას დაეხმარება მომავალში...

თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე...

სუს-ი- დაკავებულია პირი, რომელიც ბირთვული მასალა „ურან-238“-ის გაყიდვას 700 000 დოლარად გეგმავდა

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვისა და სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების შედეგად,...