მთავარისიახლეებიპოლიტიკახაჯიმბა ოპოზიციასთან მოლაპარკებებისათვის მზად არის

ხაჯიმბა ოპოზიციასთან მოლაპარკებებისათვის მზად არის

Published on

აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა აცხადებს, რომ ის მზად არის ოპოზიციასთან მოლაპარაკებების გაგრძელებისთვის. ამის შესახებ რუსული მედია წერს. გავრცელებული ცნობით, ხაჯიმბამ აღნიშნული განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც შინაგან საქმეთა ე.წ მინისტრს, ლეონიდ ძაპშბას ოპოზიციის მოთხოვნით უფლებამოსილება შეუჩერდა.
„პრობლემა ჯერ კიდევ არ მოგვარებულა. ოპოზიციას აქვს სხვა მოთხოვნებიც. მოლაპარაკებები გაგრძელდება. თუ საჭირო გახდება, ჩვენ შევკრებთ ხალხს და ვითარებას განვიხილავთ. ჩვენ უნდა ვიფიქროთ ხვალინდელ დღეზე და კანონის შესაბამისად ვიმოქმედოთ. რაც შემეხება მე, მე აქ ვარ მანამ ვიდრე კონსტიტუციის მიხედვით ჩემი პრეზიდენტობის ვადა 2019 წელს არ ამოიწურება“, – განაცხადა ხაჯიმბამ.
 

სიახლეები

ზელენსკი- ტერიტორიების დათმობას მხარს ვერ დავუჭერ

ბრიტანელ ჟურნალისტთან, პირს მორგანთან ინტერვიუში კითხვაზე, დაუთმობს თუ არა უკრაინა რუსეთს ტერიტორიას სამშვიდობო შეთანხმების...

დაკავებულია 29 პირი-სუს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ბოლო დღენახევრის განმავლობაში საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ჩატარებული რამდენიმე ღონისძიების შედეგად...

ქუთაისში ბირთვული მასალის 3 მლნ დოლარად შეძენას ცდილობდნენ – სუს-მა 2 უცხოელი დააკავა

სახელმწიფო უსაფრთხოებს სამსახურის განცხადებით, დააკავეს უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე, რომელიც ქუთაისში 3 მილიონ...

აშშ-ის ათობით სამხედრო თვითმფრინავი ახლო აღმოსავლეთისკენ მიფრინავს

ღია წყაროები დაზვერვის (OSINT) ანალიტიკოსები ფრენების ონლაინ მონაცემებზე დაყრდნობით წერენ, რომ აშშ-ს საჰაერო ძალების...