მთავარისიახლეებიმსოფლიობარაკ ობამა მხარს ჰილარი კლინტონს უჭერს

ბარაკ ობამა მხარს ჰილარი კლინტონს უჭერს

Published on

.ამერიკული მედიის ცნობით, თეთრი სახლის ლიდერმა დემოკრატ კანდიდატს ყველაზე კვალიფიციური კანდიდატი უწოდა და  ჰილარი კლინტონის მხარდამჭერ აქციას დაესწრო. 
ობამა ჩრდილოეთ კაროლინის შტატში გამართულ აქციაზე სიტყვითაც გამოვიდა. „მე დღეს აქ ვარ, ვინაიდან მჯერა ჰილარი კლინტონის. ამ პოსტზე უფრო მეტად კვალიფიციური ქალი ან მამაკაცი კანდიდატი არასოდეს ყოფილა. ეს სიმართლეა“, – განაცხადა ობამამ. 
თეთრი სახლის ლიდერს მიმართვისას რესპუბლიკელი კანდიდატი დონალდ ტრამპი არ უხსენებია, თუმცა, გამოსვლაში მისი საწინააღმდეგო ფრაზებიც გაისმა. „მე ვიცი რას ამბობს სხვა კანდიდატი იმისათვის რომ ამერიკა კიდევ ერთხელ დიდებული ქვეყანა გახდეს“, – აღნიშნა ობამამ.
 

სიახლეები

ეროვნული ბანკის მმართველო საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ ახალი გამოძიება დაიწყო

ეროვნული ბანკის მმართველო საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ ახალი გამოძიება დაიწყო - საქმე სამეწარმეო...

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ კრიტიკული რეზოლუცია მიიღო

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ მორიგი კრიტიკული რეზოლუცია 445 ხმით 37-ის წინააღმდეგ მიიღო. რეზოლუცია ქართული ოცნების მიერ...

სეს-მა დიდუბის მეტროსთან მდებარე რამდენიმე საზოგადოებრივ კვების ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერა

სეს-მა დიდუბის მეტროსთან მდებარე რამდენიმე საზოგადოებრივ კვების ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერა - განცხადებას უწყება...

პროპაგანდისტულმა „იმედმა“, „რუსთავი 2“-მა, POSTV-იმ და „მაესტრომ“ 2025 წელი ჯამში, 75.97 მილიონი ლარის ზარალით დაასრულეს

"2025 წელი პროსამთავრობო ტელეკომპანიებმა: „იმედმა“, „რუსთავი 2“-მა, POSTV-იმ და „მაესტრომ“ ჯამში, 75.97 მილიონი ლარის...