მთავარისიახლეებიპოლიტიკათბილისში ელჩისგან ითხოვენ დააკონკრეტოს, ვინ არის ხელისუფლებაში რუსეთის მხარდამჭერი

თბილისში ელჩისგან ითხოვენ დააკონკრეტოს, ვინ არის ხელისუფლებაში რუსეთის მხარდამჭერი

Published on

 
პრეზიდენტის ადმინისტრაცია გამოეხმაურა აშშ- ში საქართველოს ელჩის განცხადებას, რომლის თანახმად,   მმართველ გუნდში არიან პრორუსული პოლიტიკოსები,  რაც   ქვეყანაში არსებულ პლურალისტურ გარემოზე მიუთითებს. 
,,პრეზიდენტის აზრით, ეს იყო არაკვალიფიციური ელჩის არაკომპეტენტური განცხადება და არაკომპეტენტურობა, რომელიც მან არაერთგზის გამოავლინა – განაცხადა  დღეს გამართულ ბრიფინგზე პრეზიდენტის პრესსპიკერმა ეკა მიშველაძემ.
გეგშიძის მიერ საქართველოს ხელისუფლებაში პრორუსული პოლიტიკოსების არსებობის გამართლებას  პლურალისტური მიდგომებით არ ეთანხმებიან როგორც ოპოზიციაში,  ისე ხელისუფლებაშიც. 
 დიპლომატ არჩილ გეგეშიძეს პოლიტიკური განცხადებებისგან თავის შეკავება დღეს არასაპარლამენტო ოპოზიციის წევრებმაც ურჩიეს და ელჩს საქართველოს ევროატლანტიკური კურსის საერთაშორისო ასპარეზზე დაცვისკენ მოუწოდეს.
ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ელჩს თავის ინტერვიუზე დამატებითი განმარტებების გაკეთება სავარაუდოდ  მოუწევს  6 ივლისს, თბილისში, სადაც იგი  ამერიკის სახელწიფო მდივნის ვიზიტს დაესწრება.
თბილისში ითხოვენ გეგეშიძემ დააკონკრეტოს, რომელი პოლიტიკოსები, უფრო ზუსტად კი რომელი მინისტრები იგულისხმა რუსეთის მხარდამჭერებად.
მთავრობაში პრორუსული მინისტრების ყოფნას კატეგორიულად უარყოფს ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარე გია ვოლსკი.
 პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი კი პრორუსული ძალების მოხვედრას მომდევნო მოწვევის პარლამენტშიც პროგნოზირებს.
 
 
 

სიახლეები

საქართველოში რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო შეიქმნა

საქართველოში რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო შეიქმნა - ინფორმაციას რუსული პროპაგანდისტული "სპუტნიკი" ავრცელებს და წერს, რომ...

„ფიქტიურად იყვნენ დასაქმებულები“. -კობახიძის აღიარება

ირაკლი კობახიძე აღიარებს, რომ სოციალურად დაუცველთა დასაქმების სახელმწიფო პროგრამა რეალურად ფორმალური და ფიქტიური იყო....

ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე, ელისო კილაძის საქმე ცალკე წარმოებად გამოიყო

ე.წ. ქოლ ცენტრების საქმეზე, თაღლითობისა და „ფულის გათეთრების" ბრალდებით დაკავებული ჟურნალისტის, ელისო კილაძის საქმე...

26 მაისს სომხეთში აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ჩავა

26 მაისს სომხეთში აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ჩავა - სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს...