მთავარისიახლეებიპოლიტიკავისთან ჰქონდა უსუფაშვილს კონსულტაციები და რატომ არჩია წერეთელს მუტონენი?

ვისთან ჰქონდა უსუფაშვილს კონსულტაციები და რატომ არჩია წერეთელს მუტონენი?

Published on

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის პოსტზე ხმა მივეცი კრისტინა მუტონენის კანდიდატურას, –  განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარმე  დავით უსუფაშვილმა. 
 
„მართალია, ასამბლეა ტარდება თბილისში, დიდუბეში, მაგრამ აქ პლეხანოვური ან დიდუბური წესები არ მოქმედებს, აქ მოქმედებს ეუთოში დამკვიდრებული პრაქტიკა, ამიტომ კონკრეტულად არჩევნებთან და საარჩევნო გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, მე თავიდანვე განვაცხადე, რომ ჩემთვის გადამწყვეტი იქნებოდა ის პოლიტიკური კონსულტაციები, რომელიც პოლიტიკურ ფრაქციებს, გუნდებს შორის იმართება ასეთ შემთხვევებში. მე მქონდა საკმაოდ ინტენსიური კონსულტაციები, ვმონაწილეობდი „ლიბერალ-დემოკრატიული“ ჯგუფის ფრაქციის ეგიდით გამართულ საუბრებში, გეგმებში და მათთან ერთად ჩავთვალეთ, რომ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ხელმძღვანელი მომავალი ერთი წლის განმავლობაში უკეთესია თუ იქნება ქალბატონი კრისტინა მუტონენი, ავსტრიელი ვიცე-სპიკერი. ეს კარგი იქნება ეუთოსთვის და კარგი იქნება საქართველოსთვის. ამასთანავე, მინდა აღვნიშნო, რომ თუ გაიმარჯვებს სხვა კანდიდატი, მაგალითად გიგი წერეთელი, იმედი მაქვს, ამის გამო შიდა პოლიტიკური მოწინააღმდეგეები არ მოახდენენ თავიანთი განწყობების გამოხატვას ისეთი ფრაზეოლოგიით, რომელიც დააზარალებს საქართველოს და არ იქნება სასარგებლო ჩვენი შემდგომი ურთიერთობებისთვის ეუთოსთან“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა და დასძინა, რომ წარმატებას უსურვებს ავსტრიელ კანდიდატს. თუმცა, თუ სხვა გაიმარჯვებს, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეასთან ცივილური ფორმებით თანამშრომლობა გაგრძელდება.
 
უსუფაშვილი ასევე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მოსაზრებებს იმის თაობაზე, რომ გიგი წერეთლის არჩევა საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის პოსტზე ეჭვქვეშ დააყენებს ეუთოს სადამკვირვებლო მისიის ობიექტურობას.
„მე ყველას ვუსურვებ, რომ ცოტა უფრო ღრმად გაერკვნენ სიტუაციებში, როდესაც საფრთხეებზე საუბრობენ, იმიტომ, რომ მაგალითად, ევროპის სახალხო პარტიის ფრაქციის ხელმძღვანელი გიგი წერეთელი გაცილებით თავისუფალია თავის ქმედებებში, ვიდრე ვიცე-პრეზიდენტი წერეთელი იმიტომ, რომ როცა პარტიული პოზიცია უკავია ადამიანს, მას შეუძლია და უნდა იყოს მიკერძოებული, როცა ინსტიტუტის ხელმძღვანელის ფუნქცია ეკისრება, დამატებითი ბარიერები უჩნდება. ამიტომ აქ ცალსახად საკითხის დასმა, რომ თუ წერეთელი ავირჩიეთ, ქვეყანა დაიქცევა და საქართველოს არჩევნები უკვე გადაელოცება მიშა სააკაშვილს, არასწორია. პოლიტიკა, მათ შორის საერთაშორისო ასპარეზზე, ცოტა მეტ დაფიქრებას და სიღრმეში ჩახედვას მოითხოვს ხოლმე. ამასთან, ყველა ვცდებით ხანდახან, შეიძლება ახლა მეც ვცდები“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა. 

სიახლეები

9 აგვისტომდე საქართველოში მაღალი ტემპერატურა ნარჩუნდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 9 აგვისტომდე საქართველოში ნარჩუნდება ჰაერის მაღალი ტემპერატურა, აღმოსავლეთში - ზოგან...

მზია და ნინო პოლიტპატიმრები არიან-იტალიელი სენატორი

გუშინ, 4 აგვისტოს იტალიის სენატში მოსმენის დროს სენატორმა მარკო ლომბარდომ საქართველოში მიმდინარე რეპრესიებზე ისაუბრა....

ამ მასშტაბის ცრუ მოწმე პოლიციელები არცერთ საქმეში არ მინახავს-მაია მწარიაშვილი

"ამ მასშტაბის ცრუ მოწმე პოლიციელები არცერთ საქმეში არ მინახავს" - ამის შესახებ მზია ამაღლობელის...

როგორ დაიხრჩო ზღვაში მე-11 კლასელი გოგო და როგორ დაიღუპა ბიძამისი – გაგიდის ტრაგედიის დეტალები

3 აგვისტოს ტრაგედია დატრიალდა გალის რაიონის სოფელ გაგიდაში: ზღვაში ბანაობისას დაიხრჩო მე-11 კლასელი გოგო...