აკადემიკოსს, მეცნიერს, საზოგადო მოღვაწეს, პედაგოგს, გამომგონებელს, კარდიოქირურგს ლეო ბოკერიას «ჯიჯი» გიმნაზიაში საზოგადოება „ზუგდიდელის“ ინიციატივით შეხვედრა მოუწყვეს.გიმნაზიის დათვალიერებისა და საზაფხულო სკოლის მოსწავლეებთან შეხზვედრის შემდეგ ლეო ბოკერიამ დარბაზში საზოგადოებასთან შეხვედრა გამართა. საზოგადოება „ზუგდიდელის“ თავმჯდომარემ ოთარ ფაცაციამ აკადემიკოსის პიროვნულ თვისებებზე, საზოგადოებრივ ცხოვრებაზე და მის მიერ განხორციელებულ საქმიანობებზე ისაუბრა. გამომსვლელებმა ლეო ბოკერიას მიღწევებზე, მის პროფესიონალიზმზე და ადამიანურ ღირსებებზე გაამხვილეს ყურადღება. ლეო ბოკერია არითმიის ქირურგიის ერთ–ერთი ფუძემდებელია. მისმა ნაშრომებმა მსოფლიო აღიარება მოიპოვა და იგი სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის წევრი გახდა, ესენია: ამერიკის ქირურგთა ასოციაცია, ევროპის გულის და გულ–სისხლძარღვთა ქირურგების საზოგადოება, მონაკოს საერთაშორისო კადიოლოგიური ცენტრი, სერბეთის მეცნიერებათა აკადემია. ამის გარდა არის საფრანგეთის, იტალიის, შვეიცარიის, დიდი ბრიტანეთის რეგულარული საერთაშორისო კონფერენციების ფაკულტეტის წევრი. 1998 წელს მან მიიღო ქირურგიულ იერარქიაში ყველაზე მაღალი ტიტული – ამერიკის ქირურგთა კოლეჯის საპატიო წევრობა. საჩვენებელი ოპერაციების ჩასატარებლად არაერთხელ გამგზავრებულა უცხოეთში და გაუკეთებია პირველი წარმატებული ოპერაცია. თვლის, რომ თუ ადამიანს რამის მიღწევა უნდა, მთავარია შრომა, შრომა და შრომა.ამბობს, რომ საქართველო არასოდეს ავიწყდება. ქართულ ტრადიციებსაც პატივს სცემს.კარდიოლოგიის ლეგენდას, როგორც მას მეცნიერები უწოდებენ, ზუგდიდში გულთბილი დახვედრა მოუწყვეს.
“კარდიოლოგიის ლეგენდას” ლეო ბოკერიას ზუგდიდში შეხვედრა მოუწყვეს
სიახლეები
მსოფლიო
Pax Americana ევროპაში დასრულებულია, ჩვენს ინტერესებზე ჩვენვე უნდა ვიზრუნოთ – მერცი
გერმანიის კანცლერის თქმით, ევროპამ საკუთარ თავს უნდა მიხედოს, რადგან Pax Americana-ს ათწლეულები დასრულებულია.
ამის...
საზოგადოება
უბედური შემთხვევა ზუგდიდში: ფასადის სამუშაოებს თურქეთის მოქალაქე ემსხვერპლა
უბედური შემთხვევა მოხდა ზუგდიდის ცენტრში, რომელსაც თურქეთის მოქალაქე, ჩვენი ინფორმაციით, დაქირავებული მუშა ემსხვერპლა.
ტრაგედია მაშინ...
მსოფლიო
ავტრალიაში ანტისემიტური ტერაქტის მსხვერპლი, სულ მცირე, 11 ადამიანი გახდა
უახლესი ინფორმაციით, ავსტრალიის ქალაქ სიდნეიში ებრაული დღესასწაულის, ხანუქას ღონისძიებაზე მომხდარ ტერორისტულ თავდასხმას, სულ მცირე, 11 ადამიანი ემსხვერპლა, 29 ადამიანი...
პოლიტიკა
პარლამენტის წინ შეკრებილები უკრაინის მხარდამჭერ გლობალურ აქციას უერთდებიან
14 დეკემბრის საღამოს უწყვეტი პროტესტის მონაწილეები სოლიდარობის დემონსტრაციით შეუერთდნენ უკრაინის მხარდასაჭერ გლობალურ აქციას-STOP HUMAN...