მთავარისიახლეებისაზოგადოება"თვითრეგულირების მექანიზმების გაძლიერება რეგიონულ მაუწყებლებში" –ტელე-რადიო კომპანია „ოდიშში“ შეხვედრა გაიმართება

“თვითრეგულირების მექანიზმების გაძლიერება რეგიონულ მაუწყებლებში” –ტელე-რადიო კომპანია „ოდიშში“ შეხვედრა გაიმართება

Published on

ქართველოში მოქმედი 21 რეგიონული ტელევიზია და 5 რადიოსადგური, რომლებიც ყოველდღირად ამზადებენ საინფორმაციო და საზოგადოებრივ პოლიტიკურ პროგრამებს და არიან ,,საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციის” (GARB) წევრები, DW აკადემიის მხარდაჭერით, მაუწყებელთა თვითრეგულირების ორგანოების საქმიანობის გააქტიურებას და ამ მხრივ აუდიტორიასთან მჭიდრო თანამშრომლობას იწყებს.პროგრამა თვითრეგულირების წარმომადგენელთა წვრთნასთან ერთად, ითვალისწინებს შეხვედრებს თემატურ ჯგუფებთან საქართველოს რეგიონებში. მონაწილე მაუწყებლები საგანმანათლებლო-სოციალური რგოლებით წარმოებული საინფორმაციო კამპანიით ხელს შეუწყობენ მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებას. შეიქმნება სპეციალური პორტალი, რომელიც დაინტერესებულ პირებს გაუმარტივებს შესაბამისი მაუწყებლების თვითრეგულირების ორგანოებთან დაკავშირებას . მაუწყებლობის შესახებ კანონისა და მაუწყებელთა ქცევის კოდექსის თანახმად, მაუწყებელი ვალდებულია ჰქონეს თვითრეგულირების ეფექტური მექანიზმი, რომელიც უზრუნველჰყოფს საჩივრების განხილვას და დარღვევებზე დროულ და დასაბუთებულ  რეაგირებას.  პროექტის პრეზენტაცია გამართავს „საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციის“აღმასრულებელი დირექტორი ნათია კუპრაშვილი. შეხვედრა 5 ივლისს 14 :00 საათზე დაიწყება.დასწრება თავისუფალია. 

სიახლეები

ირაკლი ნადირაძე აცხადებს, რომ ივანიშვილის რეჟიმთან შეწყალების თხოვნას არ აპირებს

4 ოქტომბრის აქციის საქმეზე დაკავებული ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ირაკლი ნადირაძე საპატიმროდან მორიგ მიმართვას ავრცელებს. ნადირაძე...

ევროპარლამენტმა საქართველოზე მორიგი კრიტიკული რეზოლუცია მიიღო

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ მორიგი კრიტიკული რეზოლუცია მიიღო - მას მხარი 445-მა დეპუტატმა დაუჭირა. 5 პოლიტიკური...

სტამბოლში საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი ჩამოინგრა — დაღუპულია ერთი ადამიანი

სტამბოლში, მალთეფეს რაიონში, შვიდსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ქვედა სამი სართული ჩამოინგრა. შემთხვევა 8 ოქტომბერს, გამთენიისას...

საქართველოში დემოკრატიული უკუსვლის მასშტაბები უპრეცედენტოა – ჯესიკა როსვოლი

ევროკომისარი ჯესიკა როსვოლი საქართველოში დემოკრატიული პროცესების გაუარესებაზე საუბრობს. მისი შეფასებით, ქვეყანაში არსებული დემოკრატიული უკუსვლა...