მთავარისიახლეებიპოლიტიკალევან ვარშალომიძე დარწმუნებულია, რომ აჭარაში გაიმარჯვებს. ,,ქართული ოცნების'' მიერ შეჩერებული ყველა პროექტი...

ლევან ვარშალომიძე დარწმუნებულია, რომ აჭარაში გაიმარჯვებს. ,,ქართული ოცნების” მიერ შეჩერებული ყველა პროექტი გაგრძელდება

Published on

ლევან ვარშალომიძე  დღეიდან წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრებს იწყებს. ამომრჩეველთან გასაუბრებას ბათუმის გარეუბნებში აპირებს.
აჭარის საარჩევნო სიის პირველი ნომერი ნაციონალური მოძრაობიდან დარწმუნებულია, რომ აჭარაში გაიმარჯვებს . იგი რეგიონსა და მთლიანად ქვეყანაში ცვლილებების აუცილებლობაზე საუბრობს და ამბობს, რომ ახალი ხელისუფლების პირობებში აჭარაში 50-მდე მსხვილი პროექტის განხორციელება შეჩერდა. – 2012 წლის შემდეგ, არც ერთი მნიშვნელოვანი პროექტი არ განხორციელებულა და არჩევნების შემდეგ მალევე ყველა იმ პროექტის განხორციელებას გააგრძელებს, რომელიც ამ დროისთვის შეჩერებულია. 
ლევან ვარშალომიძე  გამოთქვამს მზადყოფნას საჭიროების შემთხვევაში უპასუხოს სამართალდამცველების ნებისმიერ კითხვას მის საქმიანობასთან დაკავშირებით:  ,,დავდიოდი პროკურატურაში 2012 წლიდან და დღესაც მზადა ვარ  – ამის ბევრი ახსნა არაა საჭირო. '' 
აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე საქართველოში 2 წლის შემდეგ დაბრუნდა. სარფში მას დიდძალი ხალხი, ყოფილი პირველი ლედი სანდრა რულოვსი, თანაპარტიელები, ოჯახის წევრები და მეგობრები   საქართველოს დროშებით და შეძახილებით დახვდნენ. 

სიახლეები

სასამართლომ ვიტალი გუგუჩია სრულად გაამართლა

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ვიტალი გუგუჩია სრულად გაამართლა. პროკურატურა მას ტელეკომპანია POSTV-ის ჟურნალისტისთვის (ნათია ბერიძე) საქმიანობაში...

რეჟიმი სიცოცხლის უნარიანობას კარგავს და გადადის ფსიქიკურ მდგომარეობაში – სალომე ზურაბიშვილი

რეჟიმი სიცოცხლის უნარიანობას კარგავს და გადადის ფსიქიკურ მდგომარეობაში - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა...

სასამართლომ ძალაში დატოვა გახარიასთვის 20 ივნისის საქმეზე შეფარდებული პატიმრობა

თბილისის საქალაქო სასამართლომ 20 ივნისის საქმეზე გიორგი გახარიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა ძალაში...

26 თებერვლიდან 1 მარტამდე მოსალოდნელია ნალექი, მთაში თოვა, ზღვაზე შტორმი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 26 თებერვლიდან 1 მარტამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი წვიმის სახით,...