მთავარისიახლეებიმსოფლიო,,უცოდველი ცალხელა აჰმედი", ლაფანყურის ოპერაცია და ,,ქართული ოცნება''

,,უცოდველი ცალხელა აჰმედი”, ლაფანყურის ოპერაცია და ,,ქართული ოცნება”

Published on

თურქეთში უკვე მეორე დღეა ტერაქტებთან კავშირში მყოფ სავარაუდო პირებს აკავებენ. სპეცოპერაციები სტამბოლსა და იზმირში მიმდინარეობს. ამ დროისთვის 13 ეჭვმიტანილია დაპატიმრებული. მათ ისლამური სახელმწიფოსთვის დახმარება ედებათ ბრალად.
თურქული მედია სტამბოლის ტერაქტში ჩეჩნურ კვალზე მიუთითებს. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ტერაქტების ორგანიზებაში ეჭვმიტანილი   წარმოშობით ჩეჩენი ახმედ ჩატაევია. იგი  ამ დროისთვის დაჯგუფება იარმუკს ხელმძღვანელობს და  ახლო ურთიერთობა აქვს ომარ ალ შიშანთან, რომლიც დაჯგუფება ისლამური სახელმწიფოს ერთ-ერთი ლიდერია. ჩატაევი აშშ-ს ტერორისტთა სიაში ჰყავს შეყვანილი. 
 
ჩატაევი დააკავეს 28 აგვისტოს ლოპოტის ხეობაში, ლაფანყურში  ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად, რომელსაც ემსხვერპლნენ როგორც პოლიციელები, ისე შეიარაღებული დივერსანტების  ჯგუფის წევრები, ჩატაევს ბრალი წაყენებული ჰქონდა სსკ–ის 236–ე მუხლის I და II ნაწილებით, რაც ასაფეთქებელი მოწყობილობების მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებას გულისხმობს და  სამიდან ხუთ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს, მაგრამ ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ  იგი ჯერ პროკურატურის მოთხოვნის საფუძველზე გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა გლდანის მერვე დაწესებულებიდან,  მოგვიანებით კი თბილისის საქალაქო სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო. 
დღეს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ხელს იბანს და აცხადებს, რომ ჩატაევის გათავისუფლების წინააღმდეგი იყო, მაგრამ ეს გადაწყვეტილება მაშინდელმა მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა დამოუკიდებლად მიიღო. 
 
შეგახსენებთ, ათასი ჯურის დამნაშავის პოლიტპატიმრებად გამოცხადების ეიფორიას აყოლილი ,,ქართული ოცნების' 'ოფიციალური წარმომადგენლები და მათი მხარდამჭერი არასამთავრობო ორგანიზაციები, განსაკუთრებით  ნანა კაკაბაძე,  აქტიურად მოითხოვდნენ ჩატაევის, იგივე “ცალხელა ახმედის” გათავისუფლებას.   კაკაბაძის აქტიურობით და შუამდგომლობით მოხდა ჩატაევის ცოლის პანკისიდან გაყვანაც, რის შემდეგაც ისინი  ინგლისში აღმოჩნდნენ და ქართველი სამართალდამცველების თვალსაწიერიდან გაქრნენ, მიუხედავად პირობისა, რომ პირველივე დაძახებაზე  დაბრუნდებოდნენ საქარველოში ჩვენებების მისაცემად.
 თუ გავითვალისწინებთ, რომ აჰმედ ჩატაევი რუსული “გრუ” – ს წარმომადგენლად იყო მიჩნეული დაკავების მომენტში. თუ  ტერაქტებში მისი ბრალეულობის შესახებ თურქულ მედიაში გაჟღერებული ინფორმაცია დადასტურდა, ეს გაამყარებს  უკვე არსებულ ეჭვებს, რომ ათათურქის აეროპორტში მომხდარის  უკან რუსეთი დგას.
 
 
 
 
 
 
 

სიახლეები

პარლამენტმა გახარიას გუნდის წევრებს სადეპუტატო მანდატები შეუჩერა

82 მომხრე - 0 წინააღმდეგი - "ოცნების" პარლამენტმა გახარიას გუნდის წევრებისთვის სადეპუტატო მანდატების ვადაზე...

2022 წლის შემდეგ პირველად, ვლადიმირ პუტინსა და ემანუელ მაკრონს შორის სატელოფონო საუბარი შედგა

2022 წლის სექტემბრის შემდეგ რუსეთისა და საფრანგეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინსა და ემანუელ მაკრონს შორის...

საქართველოს პენცენტრი და Pen International ზვიად რატიანთან დაკავშირებით ერთობლივი განცხადებას ავრცელებენ და პოეტის გათავისუფლებას ითხოვენ

საქართველოს პენცენტრი და Pen International ზვიად რატიანთან დაკავშირებით ერთობლივი განცხადებას ავრცელებენ და პოეტის გათავისუფლებას...

“ქართული ოცნების“ ავტორიტარული გადახვევები მიუღებელია-ბენჟამინ ჰადადი

ქართული ოცნების ავტორიტარული გადახვევები მიუღებელია,- ამის შესახებ საფრანგეთის მინისტრი ევროპის საკითხებში, ბენჟამინ ჰადადი სოციალურ...