შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი მაია მიმინოშვილი აბიტურიენტებს გამოცდაზე მოქცევის წესების მაქსიმალურად დაცვას სთხოვს. შარშანდელი პრეცენდენტიდან გამომდინარე, როდესაც საგამოცდო ცენტრში ნასვამი აბიტურიენტი გამოცხადდა, გამოცდაზე მოქცევის წესებს კიდევ ერთი პუნქტი დაემატა, რომელიც ალკოჰოლის, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშ ყოფნის შემთხვევაში, აპლიკანტის გამოცდიდან გაფრთხილების გარეშე მოხსნას ითვალისწინებს.როგორც მაია მიმინოშვილმა ”ინტერპრესნიუსის” კითხვის საპასუხოდ განაცხადა, გამოცდაზე მოქცევის წესები აპლიკანტების პირად გვერდზეც არის განთავსებული. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი აპლიკანტებს წესების მაქსიმალურად დაცვასა და პუნქტების გათვალისწინებას თხოვს.”წესებში შევიტანეთ პუნქტი, რომ აპლიკანტი საგამოცდო ცენტრში არ უნდა გამოცხადდეს ნასვამ მდგომარეობაში, ან ნარკოტიკული საშუალებების ზემოქმედების ქვეშ. ჩემი თხოვნაა მაქსიმალურად დავიცვათ წესები, რადგან მათთვისვე კარგია მშვიდ და მისაღებ პირობებში ჩატარდეს გამოცდები. რა თქმა უნდა, ჩვენთვის ძალიან მტკივნეულია, როდესაც ცალკეულ შემთხვევაში აპლიკანტის გამოცდიდან მოხსნა გვიწევს. გაითვალისწინონ პუნქტები, რა შემთხვევაში შეიძლება აბიტურიენტი გამოცდიდან მოიხსნას”, – აღნიშნა მაია მიმინოშვილმა.„გამოცდიდან გაფრთხილების გარეშე მოხსნას შემდეგი წესები ითვალისწინებს: ლექსიკონის, მობილური ტელეფონის, კალკულატორის ან სხვა ელექტრონული ხელსაწყოს (მათ შორის საათის) გამოცდაზე შეტანისა და მათი თუნდაც გამორთულ მდგომარეობაში აღმოჩენის შემთხვევაში; დამხმარე მასალის გამოყენების ან აღმოჩენის შემთხვევაში; წესრიგის უხეში დარღვევის, აგრეთვე, საგამოცდო პროცესში მონაწილე პირის შეურაცხყოფის ან სხვა მსგავს შემთხვევაში; ალკოჰოლის, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშ ყოფნის შემთხვევაში“, – ნათქვამია ცენტრის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ გამოცდაზე მოქცევის წესებში. ერთიანი ეროვნული გამოცდები 1-ელ ივლისს, ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით იწყება და 22 ივლისს, ფიზიკის გამოცდით სრულდება. გამოცდებზე 38 500-ზე მეტი აბიტურიენტია რეგისტრირებული. ამასთან, მაია მიმინოშვილი აბიტურიენტებს დღეს, გამოცდის წინა დღეს დასვენებას ურჩევს.
აბიტურიენტებს მოქცევის წესების მაქსიმალურად დაცვა მოეთხოვებათ
სიახლეები
საზოგადოება
ირაკლი ნადირაძე აცხადებს, რომ ივანიშვილის რეჟიმთან შეწყალების თხოვნას არ აპირებს
4 ოქტომბრის აქციის საქმეზე დაკავებული ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ირაკლი ნადირაძე საპატიმროდან მორიგ მიმართვას ავრცელებს. ნადირაძე...
სიახლეები
ევროპარლამენტმა საქართველოზე მორიგი კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ მორიგი კრიტიკული რეზოლუცია მიიღო - მას მხარი 445-მა დეპუტატმა დაუჭირა.
5 პოლიტიკური...
საზოგადოება
სტამბოლში საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი ჩამოინგრა — დაღუპულია ერთი ადამიანი
სტამბოლში, მალთეფეს რაიონში, შვიდსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ქვედა სამი სართული ჩამოინგრა. შემთხვევა 8 ოქტომბერს, გამთენიისას...
საზოგადოება
საქართველოში დემოკრატიული უკუსვლის მასშტაბები უპრეცედენტოა – ჯესიკა როსვოლი
ევროკომისარი ჯესიკა როსვოლი საქართველოში დემოკრატიული პროცესების გაუარესებაზე საუბრობს. მისი შეფასებით, ქვეყანაში არსებული დემოკრატიული უკუსვლა...