მთავარისიახლეებიპოლიტიკაგიორგი მარგველაშვილი გერმანიაში მიმდინარე ვიზიტის ფარგლებში ანგელა მერკელს შეხვდება

გიორგი მარგველაშვილი გერმანიაში მიმდინარე ვიზიტის ფარგლებში ანგელა მერკელს შეხვდება

Published on

საქართველოს პრეზიდენტი პირველ ლედისთან და ქართულ დელეგაციასთან ერთად  ბერლინში გაემგზავრა.  პრეზიდენტის ადმიისტრაციის ცნობით, გიორგი მარგველაშვილი ვიზიტის ფარგლებში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერს ანგელა მერკელს შეხვდება, ასევე დაგეგმილია შეხვედრები ბუნდესტაგის და ბუნდესრატის პრეზიდენტებთან.
მანამდე კი, უკვე დღეს ,   იგი სიტყვით გამოვა კონრად ადენაუერის ფონდში, თემაზე "საქართველოს ევროპული გზა“, და უპასუხებს  მოწვეული სტუმრების შეკითხვებს .
 ხვალ გიორგი მარგველაშვილი გერმანიის ფედერალურ პრეზიდენტს იოახიმ გაუკის შეხვდება. ბელვიუს სასახლეში პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართება, შეხვედრის დასრულების შემდეგ კი პრეზიდენტები მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ. ასევე დაგეგმილია საქართველოს პირველი ლედის მაკა ჩიჩუას შეხვედრა გერმანიის პირველ ლედისთან დანიელა შადტთან. 
საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში არიან მთავრობის, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის, საპარლამენტო უმრავლესობისა და უმცირესობის წარმომადგენლები 

სიახლეები

ირაკლი ნადირაძე აცხადებს, რომ ივანიშვილის რეჟიმთან შეწყალების თხოვნას არ აპირებს

4 ოქტომბრის აქციის საქმეზე დაკავებული ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ირაკლი ნადირაძე საპატიმროდან მორიგ მიმართვას ავრცელებს. ნადირაძე...

ევროპარლამენტმა საქართველოზე მორიგი კრიტიკული რეზოლუცია მიიღო

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ მორიგი კრიტიკული რეზოლუცია მიიღო - მას მხარი 445-მა დეპუტატმა დაუჭირა. 5 პოლიტიკური...

სტამბოლში საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი ჩამოინგრა — დაღუპულია ერთი ადამიანი

სტამბოლში, მალთეფეს რაიონში, შვიდსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ქვედა სამი სართული ჩამოინგრა. შემთხვევა 8 ოქტომბერს, გამთენიისას...

საქართველოში დემოკრატიული უკუსვლის მასშტაბები უპრეცედენტოა – ჯესიკა როსვოლი

ევროკომისარი ჯესიკა როსვოლი საქართველოში დემოკრატიული პროცესების გაუარესებაზე საუბრობს. მისი შეფასებით, ქვეყანაში არსებული დემოკრატიული უკუსვლა...