მთავარისიახლეებიმსოფლიოგაუქმებული ავიარეისები თბილისიდან თურქეთის მიმართულებით, სავარაუდოდ, დღეს გვიან ღამით შესრულდება

გაუქმებული ავიარეისები თბილისიდან თურქეთის მიმართულებით, სავარაუდოდ, დღეს გვიან ღამით შესრულდება

Published on

გავრცელებული ინფორმაციით, თბილისიდან თურქეთის მიმართულებით გაუქმებული რეისები სავარაუდოდ, დღეს გვიან ღამით შესრულდება. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ საღამოს 5 საათისთვის განახლდება რეისები  სტამბოლიდან თბილისის მიმართულებითაც .

ათათურქის აეროპორტში გუშინ  მომხდარი აფეთქების გამო თბილისიდან სტამბოლის მიმართულებით turkish airlines-ის ორი რეისი გაუქმდა. საღამოს 11 საათზე სტამბოლის მიმართულებით გაფრენილი რეისი კი ანკარაში დაჯდა.

ოფიციალური ინფორმაცია, ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით, ავია კომპანიის turkish airlines-ის წარმომადგენლებს ამ დრომდე არ გაუვრცელებიათ.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რამდენიმე მგზავრი რჩება, როლებიც სტამბულის მიმართულებით უნდა გაფრენილიყვნენ. მათი ნაწილი აცხადებს, რომ ავიაკომპანიიდან არ მიუღიათ შესაბამისი ინფორმაცია თუ როდის აღდგება ფრენები, ხოლო მეორე ნაწილი კი აცხადებს, რომ გაუქმებული რეისი დილის 5 საათზე შესრულდება.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გაძლიერებულია უსაფრთხოების ნორმები, პატრულირებენ საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები, ასევე ადგილზე იმყოფებიან სახელმწიფო დაცვის წარმომადგენლები. რაც შეხება ფრენებს სხვა მიმართულებით, როგორც სხვადასხვა ავიაკომპანიის წარმომადგენლები აცხადებენ, ისინი ჩვეულ რეჟიმში შესრულდება.

სიახლეები

“ის, რაც სუსმა გააკეთა, არის საბავშვო ბაღი” – გიორგი ლუბარეცი

პროგრამისტი გიორგი ლუბარეცი ფეისბუქზე აჯამებს, რაზე მიიღო და რაზე არ მიუღია პასუხი საზოგადოებას ხელისუფლების...

დაუთი- კვლავ მოვუწოდებთ რუსეთს გაიყვანოს ძალები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან

გაერთიანებული სამეფოს სახელმწიფო მინისტრმა, სტივენ დაუთიმ რუსეთს კიდევ ერთხელ მოუწოდა, პატივი სცეს ეუთოს წინაშე...

ამაღლობელის მხედველობის დაკარგვის საფრთხე სახელმწიფოს მხრიდან რეაგირებას მოითხოვს – საია

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებით, მზია ამაღლობელის მხედველობის დაკარვის საფრთხე სახელმწიფოს მხრიდან სათანადო რეაგირებას...

ზელენსკი დღეს ლონდონში ევროპის ლიდერებს შეხვდება

ვოლოდიმიერ ზელენსკი დაუნინგ სტრიტზე უკრაინის შესახებ მაღალი დონის მოლაპარაკებებზე ჩავა - უკრაიანის პრეზიდენტი დღეს...