მთავარისიახლეებიკონფლიქტებისაქართველო ომისთვის ემზადება – დე ფაქტო აფხაზეთის საგარეო უწყების კომენტარი საქართველოს აკვატორიაში...

საქართველო ომისთვის ემზადება – დე ფაქტო აფხაზეთის საგარეო უწყების კომენტარი საქართველოს აკვატორიაში აშშ ფლოტის განთავსებაზე

Published on

ისინი ომისთვის ემზადებიან  – ასეთი კომენტარი გაკეთა დე–ფაქტო აფხაზეთის  საგარეო მინისტრმა ვიაჩესლავ ჩირიკბამ ,,რია ნოვოსტის’’ ინფორმაციაზე იმის შესახებ, რომ საქართველომ თავის წყლებში აშშ  ფლოტის განთავსება შესთავაზა.
,,თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა აღიარა, რომ ქვეყანას არა ჰყავს თავისი სამხედრო – საზღვაო ფლოტი და არც ფული მისი მშენებლობისათვის – ნათქვამია ინფორმაციაში –ხიდაშელის თქმით, ნატო აქტიურად  მუშაობს შავი ზღვის ,,უსაფრთხოების კონცეფციაზე ‘’ და ამით ვაშინგტონთან თანამშრომლობის ახალი, უპრეცედენტო ეტაპი  დგება. ‘’
დე ფაქტო აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მეთაურმა ამასთან დაკავშირებით განაცხადა: ,,ერთის მხრივ, საქრთველოს, როგორც სუვერენულ  ქვეყანას, სრული უფლება აქვს დაამყაროს და გაერთიანდეს   ნებისმიერ კავშირში, მათ შორის სამხედროშიც, მაგრამ, თუ გავითვალისწინებთ, რომ ჩვენს შორის კონფლიქტი არ ამოწურულა და რომ  საქართველო  გამუდმებით ემზადება საომარი მოქმედებისთვის,  ჩვენ გულგრილი ვერ დავრჩებით იმის მიმართ, რომ აქვე, ჩვენს გვერდით ნატოს პლაცდარმი იქმნება. აფხაზეთი, რუსეთის მსგავსად, ნატოს სტრუქტურებისთვის წარმოადგენს დესანტირების სამიზნეს, რამდენადაც ჩვენ უშუალოდ ვესაზღვრებით საქართველოს , რომელიც უარს აცხადებს ხელი მოაწეროს სამშვიდობო შეთანხმებას ანუ ემზადება ომისთვის.’’
 ჩირიკბა დასძენს, რომ  რუსულმა, აფხაზურმა და ოსურმა  მხარეებმა ჟენევაში გამოთქვეს პროტესტი ამ საკითხთან დაკავშირებით . ,,ეს მოასწავებს სიტუაციის სერიოზულ დესტაბილიზაციას როგორც აფხაზეთში, ისე მთელ რეგიონში,  რაც,  ჩემი აზრით, ხელს არ აძლევს  თავად  საქართველოსაც ’’ – განაცხადა ჩირიკბამ. 
 

სიახლეები

ყალბი დოკუმენტების გამოყენებით საზღვრის გადაკვეთას ცდილობდა – შსს-მ 1 პირი დააკავა

სს-მ 1983 წელს დაბადებული უცხო ქვეყნის მოქალაქე დ.რ. ყალბი დოკუმენტის გამოყენებით საქართველოს სახელმწიფო საზღვრის...

მოკლული მასწავლებლის საქმეს კომისიური ექსპერტიზის დასკვნა დაერთო

საქალაქო სასამართლოში, თბილისში მოკლული ახალგაზრდა მასწავლებლის, გიგა ავალიანის საქმეზე ჩანიშნული პროცესი 20 წუთში დასრულდა. მოსამართლემ...

კობახიძე “ოცნების” არაღიარების შესაძლო კრიმინალიზებას “დროული ინიციატივას” უწოდებს

ირაკლი კობახიძე არჩილ გორდულაძის განცხადებას, რომ "თუ პარლამენტი დათანხმდება, შესაძლოა, "კონსტიტუციური ორგანოების არცნობის" შესახებ...

საქართველოში ექსტრადირებული პირი 22 წლის, თამაზ მთივლიშვილის მკვლელობაში ბრალდებულია

22 წლის თამაზ მთივლიშვილის სასტიკ მკვლელობაში ბრალდებული საქართველოშია. შემზარავი მკვლელობის ორგანიზატორის გიორგი პაპაშვილის ექსტრადირება...