მთავარისიახლეებისაზოგადოებარა უდევს საფუძვლად პრემიერ მინისტრის ოპტიმიზმს, როცა ,,ქართული ოცნების'' მთავრობის საქმიანობას გამოკითხულთა...

რა უდევს საფუძვლად პრემიერ მინისტრის ოპტიმიზმს, როცა ,,ქართული ოცნების” მთავრობის საქმიანობას გამოკითხულთა მხოლოდ 9.0% აფასებს დადებითად?

Published on

პრემიერიმინისტრს არჩევნებზე ,,ქართული ოცნების'' დიდი უპირატესობით გამარჯვების იმედი აქვს.
გიორგი კვირიკაშვილი რუსთავი 2-ის დაკვეთით გამოქვეყნებულ კვლევის შედეგებს ეხმაურება. 
„ჩვენ ბევრი ასეთ კვლევა გვინახავს და გვინახავს ძალიან განსხვავებული შედეგები არჩევნებზე. ერთადერთი რაც შემიძლია ვთქვა, აბსოლუტური დარწმუნებით მინდა ვთქვა, რომ ქართული ოცნება ძალიან დიდი უპირატესობით ამ არჩევნებზე გაიმარჯვებს და ვფიქრობ, რომ ამაში ეჭვი არავის არ უნდა ეპარებოდეს. ძალიან დიდი უპირატესობით, ეს იქნება სავარაუდოდ 100-ზე მეტი ადგილი პარლამენტში. ვნახოთ არჩევნები წინ არის, ჩვენ ვართ მოწოდებული რაც მთავარია, რომ ჩავატაროთ ერთ-ერთი დემოკრატიული არჩევნები საქართველოს უახლოეს ისტორიაში და ვაჩვენოთ ძალიან მნიშვნელოვანი პროგრესი 2012 წლის არჩევნების შემდეგ, რომელიც საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ იქნა შეფასებული, როგორც დემოკრატიული არჩევნები,“- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
 
პრემიერის ოპტიმიზმი ერთობ გადაჭარბებული ჩანს იმ ფონზე, როცა რუსთავი 2-ის დაკვეთით, გერმანულ-ამერიკული ორგანიზაციის GFK-ს მიერ ჩატარებული სოციოლოგიური კვლევის მიხედვით, საქართველოს მთავრობის საქმიანობა, მოსახლეობის მხოლოდ 9.0%-ს მოწონს, ხოლო პარტიული რეიტინგების მიხედვით სხვაობა ქართულ ოცნებასადა ერთიან ნაციონალურ მოზრაობას სორის მინიმალურია – გამოკითხული მოსახლეობის 30,5% უპირატესობას ქართულ ოცნებას ანიჭებს. 28.2% კი ერთიან ნაციონალურ მოძრაობას
 
 
 
 

სიახლეები

ძალიან მნიშვნელოვანი კითხვაა, მივუახლოვდით თუ არა ფინალს – სალომე ზურაბიშვილი

"ძალიან მნიშვნელოვანი კითხვაა, მივუახლოვდით თუ არა ფინალს. და თუ ფინალს ვუახლოვდებით, მთავარი პასუხისმგებლობა და...

ზელენსკი: ომს იქ ვაბრუნებთ, საიდანაც მოვიდა

ომს იქ ვაბრუნებთ, საიდანაც მოვიდა - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელ...

ინდოელი სტუდენტის მშობლების თქმით, ბინის მეპატრონემ მათი შვილი ოთახში გამოკეტა და 6 500 დოლარი გამოსძალა

ინდოელი სტუდენტის მშობლების თქმით, მათ შვილს გაუჩინარებამდე კონფლიქტი ჰქონდა ბინის მეპატრონესთან და კიდევ ერთ...

გორში ორი მოქალაქის ცემაში ბრალდებულ პოლიციელებ პასტიმრობა შეეფარდათ

გორში ორი მოქალაქის ცემაში ბრალდებული პოლიციელები წინასწარ ორ-თვიან პატიმრობაში გაუშვეს - გადაწყვეტილება გორის რაიონული...