მთავარისიახლეებისაზოგადოებასაპრეზიდენტო არჩევნებში ბიძინა ივანიშვილს 2% მისცემდა ხმას, მიხეილ სააკაშვილს...

საპრეზიდენტო არჩევნებში ბიძინა ივანიშვილს 2% მისცემდა ხმას, მიხეილ სააკაშვილს – 7.1%

Published on

შემდეგ კვირას, რომ საპრეზიდენტო არჩევნები ტარდებოდეს, ვის მისცემდით ხმას – გამოკითხული 2200 ადამიანიდან 12.6% მხარს გიორგი მარგველაშვილის უჭერს. რუსთავი 2-ის დაკვეთით გერმანულ ამერიკული ორგანიზაცია GFK-ის მიერ 7 ივნისიდან 22 ივნისის ჩათვლით ჩატარებული სოციოლოგიური კვლევის შედეგებში მეორე ადგილს იკავებს დავით ბაქრაძე 9.9%-ით.
 
საპრეზიდენტო არჩევნებში მიხეილ სააკაშვილს ხმას მისცემდა 7.1%. პაატა ბურჭულაძეს 5.4%. 5.0% უჭერს მხარს ირაკლი ალასანიას. შალვა ნათელაშვილს ანიჭებს უპირატესობას გამოკითხული მოსახლეობის 3.1%.
 
გიორგი კვირიკაშვილი მისაღებია მხოლოდ 2.6%-ისთვის. ბიძინა ივანიშვილის მხარდამჭერია 2%. ასევე 2% მისცემდა ხმას ნინო ბურჯანაძეს. 2200 ადამიანიდან 1.1 %-ისთვის არის მისაღები ირაკლი ღარიბაშვილის კანდიდატურა.
 
დავით თარხან-მოურავს ხმას აძლევს 0.7%. ლევან ვასაძეს 0.6%. 0.4%-ისთვის არის მისაღები დავით სერგეენკო.
 
ირმა ინაშვილის კანდიდატურას უჭერს მხარს 0.4%.ასევე 0.45 უჭერს ხმარს გიორგი ვაშაძეს. გიგი უგულავა მოსწონს 0.3%-ს.  დავით უსუფაშვილის მხარდამჭერი აღმოჩნდა 0.3%. გიორგი თარგამაძის მომხრეა 0.2% და ასევე სალომე ზურაბიშვილის მომხრეა 0.2%.
 
 

სიახლეები

F-15-ის პილოტის გადასარჩენად – აშშ-ის უნიკალური ღამის ოპერაცია მტრის ზურგში

ოთო კონჯარია აშშ-ს შეიარაღებულმა ძალებმა ბრწყინვალე, წარმოუდგენლად რთული ოპერაცია ჩაატარა და ირანის ტერიტორიიდან ჩამოგდებული...

აზერბაიჯანელ ჟურნალისტს აფგან სადიგოვს საქართველოდან აძევებენ

აზერბაიჯანელ ჟურნალისტს აფგან სადიგოვს, რომელიც ფეისბუქზე პოლიციის შეურაცხმყოფელი პოსტის გამოქვეყნების გამო თბილისში დააკავეს, სასამართლო...

ქმრის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ ტიკტოკერს 20 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

ქმრის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ „ტიკტოკერს“, თეკლა გერსამიას 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა - მას...

სეს აცხადებს, რომ ზუგდიდში ყველა ძაღლი დააბრუნა, ადგილობრივებს კი კითხვები აქვთ

ზუგდიდში სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დამატებით 17 ძაღლი დააბრუნა. და უწყების ინფორმაციით, ქალაქიდან წაყვანილი ყველა,...