მთავარისიახლეებიპოლიტიკაპარტიული რეიტინგები: ქართული ოცნება - 30,5%, ერთიანი ნაციონალური...

პარტიული რეიტინგები: ქართული ოცნება – 30,5%, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 28.2%

Published on

რუსთავი 2-ის დაკვეთით გერმანულ-ამერიკული ორგანიზაცია GFK-ს მიერ ჩატარებული კვლევების მიხედვით, პარტიული რეიტინგები ქვეყნდება. 
 
გამოკითხულთა ის ნაწილი, რომელიც გადაუწყვეტელ ამომრჩევლებად ითვლებიან და მათი ალოკაციის შედეგად, რაც დამატებითი კითხვების საშუალებით დგინდება, შედგა სრული სურათი, რის მიხედვითაც გამოკითხული მოსახლეობის 30,5% უპირატესობას ქართულ ოცნებას ანიჭებს. 28.2% კი ერთიანი ნაციონალური მოძრაობას.
 
პარტია სახელმწიფო ხალხისთვის -პაატა ბურჭულაძე-ს მხარდამჭერი აღმოჩნდა 11.6%.
 
თავისუფალი დემოკრატები – ირაკლი ალასანიას მხარდამჭერია 8.9%. 4.5%-ისთვის მისაღებია ლეიბორისტული პარტია. პატრიოტთა ალიანსს ანიჭებს უპირატესობას 3.1%. დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს კი 2.3%.
 
კვლევა სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2 ის დაკვეთით, ორგანიზაცია GFK-მ ჩაატარა. წინასაარჩევნო გამოკითხვამ მოიცვა საქართველოს 2,200 სრულწლოვანი მოქალაქე, რომლებსაც ხმის მიცემის უფლება გააჩნიათ. კვლევა ჩატარდა პირდაპირი გამოკითხვის გზით, 2016 წლის 7 ივნისიდან 22 ივნისამდე.
 
გამოყენებული იყო საქართველოს მოსახლეობის ალბათობით ნიმუში, რომელიც მიზნად ისახავს ასახოს საქართველოს მოსახლეობის მთელი სპექტრი. გამოკითხულთა შერჩევა ემყარებოდა შემთხვევითობის პრინციპს. ცდომილების ზღვარი შეადგენს პლუს ან მინუს 2.1 პროცენტს. გამოკითხულთა 77 % დათანხმდა ინტერვიუზე

სიახლეები

ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე, ელისო კილაძის საქმე ცალკე წარმოებად გამოიყო

ე.წ. ქოლ ცენტრების საქმეზე, თაღლითობისა და „ფულის გათეთრების" ბრალდებით დაკავებული ჟურნალისტის, ელისო კილაძის საქმე...

26 მაისს სომხეთში აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ჩავა

26 მაისს სომხეთში აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ჩავა - სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს...

თეთრი სახლის წინ ისროდნენ, არიან დაჭრილები – თავდამსხმელი ლიკვიდირებულია

ვაშინგტონში, თეთრი სახლის წინ, სროლის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. ინციდენტი საიდუმლო სამსახურის თანამშრომელს უკავშირდება,...

აფხაზი ბოევიკები და ომი უკრაინაში — როგორ გადაიქცა დონბასი აფხაზური რევანშიზმის მეორე ფრონტად

2014 წელს დონეცკში გამოჩენილი მცირე კავკასიური მოხალისეთა რაზმი წლების განმავლობაში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ და...