მთავარისიახლეებიპოლიტიკაბრიუსელში, დღეს ევროკავშირის ლიდერების ორდღიანი სამიტი იწყება

ბრიუსელში, დღეს ევროკავშირის ლიდერების ორდღიანი სამიტი იწყება

Published on

ბრიუსელში, დღეს ევროკავშირის ლიდერების ორდღიანი სამიტი იწყება, რომლის მთავარი თემაც ევროკავშირიდან დიდი ბრიტანეთის გასვლაა. დასავლური მედიის თანახმად, სამიტის პირველ დღეს დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი დევიდ ქემერონი დაესწრება, ხოლო მეორე დღე უ
კვე ლონდონის გარეშე გაგრძელდება.
ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერები ევროკავშირის ახალი გლობალური სტრატეგიის შესახებ წინადადებებს მოისმენენ და ნატო-სთან ურთიერთობაზე იმსჯელებენ. განხილვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი ევროკავშირის სამომავლო პოლიტიკის შემუშავებაა, ევროპაში ევროსკეპტიკოსების გავლენის შესამცირებლად და რიგითი ევროპელების ნდობის დასაბრუნებლად. 
ბრიუსელში დაგეგმილ სამიტზე ევროკომისარი ფედერიკა მოგერინი ევროკავშირის უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიის საკითხებში ევროკავშირის ახალი სტრატეგიის პრეზენტაციას გამართავს. 
 
 

სიახლეები

ეროვნული ბანკის მმართველო საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ ახალი გამოძიება დაიწყო

ეროვნული ბანკის მმართველო საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ ახალი გამოძიება დაიწყო - საქმე სამეწარმეო...

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ კრიტიკული რეზოლუცია მიიღო

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ მორიგი კრიტიკული რეზოლუცია 445 ხმით 37-ის წინააღმდეგ მიიღო. რეზოლუცია ქართული ოცნების მიერ...

სეს-მა დიდუბის მეტროსთან მდებარე რამდენიმე საზოგადოებრივ კვების ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერა

სეს-მა დიდუბის მეტროსთან მდებარე რამდენიმე საზოგადოებრივ კვების ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერა - განცხადებას უწყება...

პროპაგანდისტულმა „იმედმა“, „რუსთავი 2“-მა, POSTV-იმ და „მაესტრომ“ 2025 წელი ჯამში, 75.97 მილიონი ლარის ზარალით დაასრულეს

"2025 წელი პროსამთავრობო ტელეკომპანიებმა: „იმედმა“, „რუსთავი 2“-მა, POSTV-იმ და „მაესტრომ“ ჯამში, 75.97 მილიონი ლარის...