მთავარისიახლეებისამხედრო თემაასეთი გადაწყვეტილებები არ უნდა იქნას მიღებული ერთი თანამდებობის პირის მიერ – გიორგი...

ასეთი გადაწყვეტილებები არ უნდა იქნას მიღებული ერთი თანამდებობის პირის მიერ – გიორგი მარგველაშვილი ხიდაშელის ბრძანების შესახებ

Published on

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი სამხედრო-სავალდებულო სამსახურში გაწვევის შესახებ თინა ხიდაშელის მიერ მიღებულ სკანდალურ გადაწყვეტილებას ეხმაურება. მისი თქმით, ასეთი გადაწყვეტილებები უდნა იქნას განხილული კოლეგიალურად.
 
“აღვნიშნავ იმას, რომ არ არის გაუქმებული არანაირი სამსახური. არის პოზიცია, რომ არ მოხდეს კვოტის ათვისება თავდაცვის სამინსიტროს მხრიდან, ეს არის ზუსტი განსაზღვრება იმისა რა გადაწყვეტილებაც იქნა მიღებული. მინდა დავეთანხმო ბატონ პრემიერმინისტრს, რომ ასეთი გადაწყვეტილებები, მიუხედავად იმისა რამდენად სწორია, ვეთანხმები თუ არ ვეთანხმები, არ უნდა იქნას მიღებული ერთი თანამდებობის პირის მიერ, არამედ უნდა იქნას განხილული კოლეგიალურად როგორც მთავრობის სხდომაზე, ასევე უშიშროების საბჭოში,“ – განაცხადა მარგველაშვილმა.      
 
მისივე თქმით ის ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით საქმის კურსში არ ყოფილა.  

სიახლეები

დააკავეს “ნაცისტურ-ფაშისტური” იდეოლოგიის მქონე დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თბილისში არასრულწლოვნების მიმართ ჯგუფურად განხორციელებული დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის, ასევე,...

საქართველომ რუსეთს ნარკოდანაშაულში ბრალდებული ორი პირი გადასცა

საქართველომ რუსეთს დმიტრი პუშკარევი და კორნეი ფედუნოვი გადასცა, რომლებსაც რუსეთში დანაშაულებრივი დაჯგუფების შექმნასა და...

ტრამპი Patriot-ის სისტემის რაკეტების წარმოებას მხარს უჭერს

უკრაინის პრეზიდენტმა დაადასტურა, რომ ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში გამართული შეხვედრის დროს, აშშ-ის პრეზიდენტმა...

მოქალაქეებს სახლების და კოტეჯების აშენებას პირდებოდა – თაღლითობისთვის 1 პირი დააკავეს

წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. შსს-ს ცნობით,...