საქართველოში ინფექციური ტრანსმისიური დაავადება დენგე დაფისირდა. ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში აცხადებენ, რომ აღნიშნული ვირუსის დიაგნოზით აქ ინდოეთის მოქალაქეა მოთავსებული, რომელიც საქართველოში რამდენიმე დღის წინ ჩამოვიდა და ენგურჰესზე მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზების მოტაჟს ახორციელებდა.უცხო ქვეყნის მოქალაქე კლინიკაში მაღალი ტეპერატურით, ძლიერი თავის ტკივილებით, კუნთებისა და სახსრების ტკივილებით შეიყვანეს.დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის წარმომადგენელი ნანა ოდიშარია ვირუსის გავრცელების შესახებ ინფორმაციას ადასტურებს, და ამბობს, რომ საქართველოში ეს ვირუსი პირველად დაფიქსირდა.დაავადების გამომწვევია რნმ შემცველი არბოვირუსი, რომლის გადამტანიც კოღოებია. ინფექციის წყაროს კი წარმოადგენს ავადმყოფი ადამიანი, ასევე მაიმუნები და ღამურები. დენგეს ცხელებით ეპიდემიურ კერებში უპირატესად ავადობენ ბავშვები და ჩასული არაიმუნური პირები. დაავადებას ახასიათებს სეზონურობა, განსაკუთრებით კი დაკავშირებულია წვიმიან პერიოდთან. დენგეს კლასიკური ფორმა რეგისტრირდება ტროპიკულ და სუბტროპიკულ რაიონებში.
ზუგდიდში ახალი ვირუსის “დენგეს” შემთხვევა დაფიქსირდა
სიახლეები
საზოგადოება
ეროვნული ბანკის მმართველო საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ ახალი გამოძიება დაიწყო
ეროვნული ბანკის მმართველო საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ ახალი გამოძიება დაიწყო - საქმე სამეწარმეო...
საზოგადოება
ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ მორიგი კრიტიკული რეზოლუცია 445 ხმით 37-ის წინააღმდეგ მიიღო.
რეზოლუცია ქართული ოცნების მიერ...
საზოგადოება
სეს-მა დიდუბის მეტროსთან მდებარე რამდენიმე საზოგადოებრივ კვების ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერა
სეს-მა დიდუბის მეტროსთან მდებარე რამდენიმე საზოგადოებრივ კვების ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერა - განცხადებას უწყება...
სიახლეები
პროპაგანდისტულმა „იმედმა“, „რუსთავი 2“-მა, POSTV-იმ და „მაესტრომ“ 2025 წელი ჯამში, 75.97 მილიონი ლარის ზარალით დაასრულეს
"2025 წელი პროსამთავრობო ტელეკომპანიებმა: „იმედმა“, „რუსთავი 2“-მა, POSTV-იმ და „მაესტრომ“ ჯამში, 75.97 მილიონი ლარის...