მთავარისიახლეებიპოლიტიკასანდრა რულოვსი საქართველოში ჩამოვა და საარჩევნო კამპანიაში ჩაერთვება

სანდრა რულოვსი საქართველოში ჩამოვა და საარჩევნო კამპანიაში ჩაერთვება

Published on

საქართველოს პირველი ლედი 2004-2013 წლებში სანდრა ელისაბედ სააკაშვილი-რულოვსი უკრაინიდან საქართველოჭში ჩამოსვლას და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წინასაარჩევნო კამპანიაში აქტიურად ჩართვას აპირებს. სანდრა რულოვსი არც სიაში იქნება და არც მაჟორიტარად აპირებს კენჭისყრას რომელიმე უბანში, თუმცა, ენმ-ს სასარგებლოდ იმუშავებს. ინფორმაციას ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში ადასტურებენ და განმარტავენ, რომ სანდრა რულოვსი პარტიის შტაბის საქმიანობაში იქნება ჩართული: ის ივლის რეგიონებში, შეხვდება მოსახლეობას, გაეცნობა მათ პრობლემებს. შეგახსენებთ, ენმ-ს პარტიული სიის საბოლოო ფორმირებამდე ვრცელდებოდა ხმები, რომ სანდრა რულოვსი სიის პირველი ნომერი იქნებოდა, მერე კი ამბობდნენ და წერდნენ, რომ ის სამეგრელოში აპირებდა კენჭისყრას მაჟორიტარობის კანდიდატად, თუმცა, ეს ხმები თავად სანდრა რულოვსმა უარყო. მიხეილ სააკაშვილის მეუღლემ მაშინ განაცხადა, რომ პოლიტიკაში ამ ფორმით მოსვლა მისი დაინტერესების საგანი არ არის. 
 
წყარო" აფხაზეთის ხმა"
 

სიახლეები

საქართველოში რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო შეიქმნა

საქართველოში რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო შეიქმნა - ინფორმაციას რუსული პროპაგანდისტული "სპუტნიკი" ავრცელებს და წერს, რომ...

„ფიქტიურად იყვნენ დასაქმებულები“. -კობახიძის აღიარება

ირაკლი კობახიძე აღიარებს, რომ სოციალურად დაუცველთა დასაქმების სახელმწიფო პროგრამა რეალურად ფორმალური და ფიქტიური იყო....

ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე, ელისო კილაძის საქმე ცალკე წარმოებად გამოიყო

ე.წ. ქოლ ცენტრების საქმეზე, თაღლითობისა და „ფულის გათეთრების" ბრალდებით დაკავებული ჟურნალისტის, ელისო კილაძის საქმე...

26 მაისს სომხეთში აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ჩავა

26 მაისს სომხეთში აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ჩავა - სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს...