მთავარისიახლეებისაზოგადოება,,ხელისუფლებამ, რომელსაც ყელში გაეჩხირა კორცხელი, ჯავრი თავის დამარცხებულ კანდიდატზე იყარა'' ...

,,ხელისუფლებამ, რომელსაც ყელში გაეჩხირა კორცხელი, ჯავრი თავის დამარცხებულ კანდიდატზე იყარა” – სოციალურ ქსელში კოლეჯის დირექტორის ამირან ლაგვილავას განთავისუფლებას ეხმაურებიან

Published on

,,არ ვთვლი,რომ პოლიტიკური მოტივით გამათავისუფლეს. არ ვაპირებ საქმის გასაჩივრებას, დავჯდები სახლში",- აცხადებს ზუგდიდის რაიონის სოფელ ზედაეწერის კოლეჯის დირექტორი ამირან ლაგვილავა, დაკავებული თანამდებობიდან მისი განთავისუფლებასთან დაკავშირებით – გიდასტურებთ,სამსახურიდან გათავისუფლება ჩემთვის მოულოდნელი იყო. არ ვარ გარკვეული,რა მოხდა. 22 ივნისს ზუგდიდის გამგეობის კანცელარიიდან დამიკავშირდნენ. მნიშვნელოვანი დარღვევა არაფერი მქონია. ის რაც,შიდა აუდიტის დასკვნის 2 თვის წინანდელ საფუძველზე მქონდა გამოსასწორებელი, ყველაფერი გამოვასწორე. ვფიქრობ, არანაირი სამსახურებრივი გადაცდომა არ მქონდა. ორშაბათს შევხვდები გამგებელს და დეტალებში გავერკვევი,სხვას ვერაფერს გეტყვით. 
 
ამირან ლაგვილავა   22 მაისს კორცხელში ჩატარებულ შუალედურ არჩევნებში მმართველი პარტიის კვოტით იყრიდა კენჭს მაჟორიტარობისთვის, თუმცა ამ ოლქში ნაციონალური მოძრაობის კანდიდატმა  ვარადებულ ლაშხიამ გაიმარჯვა.
 გუშინ გავრცელებულ ინფორმაციას ამირან ლაგვილავას თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ სოციალურ ქსელებში ეხმაურებიან. ფეისბუქმომხმარებლების დიდი ნაწილი თვლის, რომ ლაგვილავა ,,კორცხელში არჩევნების წაგებისათვის დასაჯეს. '',  ,,რომ ხელისუფლებამ, რომელსაც ყელში გაეჩხირა კორცხელი, ჯავრი თავის დამარცხებულ კანდიდატზე  იყარა'' .
 
,, არა ვარ ინფორმირებული ამ განთავისუფლების შესახებ  მაგრამ , არ აქვს მნიშვნელობა, ჩვენი გუნდის წევრია თუ სხვა, როცა დანაშაულზეა საუბარი და გადაცდომაზე, ყველამ პასუხი უნდა აგოს'', – განაცხადა სენაკში მყოფმა ენერგეტიკის მინისტრმა და პარტია „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ. 
.
 
 

სიახლეები

ოკუპირებულ აფხაზეთში დრონების საფრთხის რეჟიმი გამოაცხადეს

ოკუპირებულ აფხაზეთში დრონების საფრთხის რეჟიმი აამოქმედეს. ცნობა მარიონეტული რეჟიმის ე.წ. თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა და მოსახლეობას...

პროკურატურამ ბრალი წარუდგინა ემინ ალიევს, რომელმაც ფატიმა კარიმოვა თბილისში, ნაქირავებ ბინაში გაგუდა

საქართველოს პროკურატურამ აზერბაიჯანის მოქალაქე ემინ ალიევს, რომელმაც ასევე აზერბაიჯანის მოქალაქე ფატიმა კარიმოვა თბილისში, ნაქირავებ...

უცხო ქვეყნის 54 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 54 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო...

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის კომიტეტმა საქართველოს შესახებ რეზოლუციის პროექტს მხარი დაუჭირა

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული საკითხების კომიტეტმა საქართველოს შესახებ რეზოლუციის პროექტს...