მთავარისიახლეებისაზოგადოებაზუგდიდი ჰაერის თვალსაზრისით საქართველოს ყველაზე სუფთა ქალაქებს შორის დასახელდა

ზუგდიდი ჰაერის თვალსაზრისით საქართველოს ყველაზე სუფთა ქალაქებს შორის დასახელდა

Published on

რამდენიმე კვირის წინ გარემოს ეროვნულმა სააგენტომ ჰაერის ხარისხის გაზომვა  ჩაატარა თბილისსა და ქვეყნის სხვა ქალაქებში – ბათუმში, რუსთავში, ფოთში, ქუთაისში, ზუგდიდში, ახალციხესა და თელავში. 
 
არსებული მონაცემების მიხედვით, ყველაზე სუფთა ქალაქებად ახალციხე, ზუგდიდი და თელავი დასახელდა.
 
რაც შეეხება თბილისს,  როგორც სააგენტოს ხელმძღვანელი თამარ ბაგრატია აცხადებს, კრიტიკული მაჩვენებელი დედაქალაქში არ გვაქვს. თუმცა, არის უბნები, სადაც საშუალო მაჩვენებლის პირობებში დაბინძურების მაჩვენებელი შედარებით მაღალია . ძირითადად გვაქვს მტვრის გადაჭარბება, რაც რამდენიმეჯერ აღემატება დასაშვებ ნორმას. თუმცა, დინამიკაში მტვრის რაოდენობამ იკლო, რაც კარგია. 
 
თამარ ბაგრატიას ცნობით, სააგენტო სხვადასხვა სახელმწიფო ინსტიტუციების მონაწილეობით სამუშაო ჯგუფის შექმნას გეგმავს, სადაც მუდმივ რეჟიმში მოხდება ჰაერის ხარისხის შედეგების გაცნობა.
 
ეროვნული სააგენტოს შედეგებს „დამაიმედებელს" ვერ უწოდებს „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის" გამგეობის თავმჯდომარე გელა კვაშილავა ,,პოლიტკომერსანტთან'' საუბარში. 
,,გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები ზოგად ინდიკატორებს გვიჩვენებს და ამით შორს ვერ წავალთ. „ფაქტობრივად, სირაქლემის პოზიციაში ვართ, ერთმანეთს სიმართლეს არ ვეუბნებით, რაც შედეგს არ მოგვცემს. პირიქით, რისკს ზრდის. . ჰაერის დაბინძურების მატების ფონზე, საქართველოში მოიმატა როგორც რესპირატორული, ასევე, სხვა დაავადებების რაოდენობამ. შესაბამისად, გაიზარდა ექიმთან მიმართვიანობაც. ეს დაავადებები ხომ თავისით არ იზრდება? ამის გამომწვევი ძირითადი მიზეზი დაბინძურებული ჰაერია. ამდენად, მშვიდად ყოფნის საფუძველი ნამდვილად არ გვაქვს. ყველა დაავადება, განსაკუთრებით კი, ბავშვებსა და მოზრდილებში, ბოლო წლებში მკვეთრად იზრდება. ყველაზე მთავარ პრობლემას საწვავის ხარისხის კონტროლი წარმოადგენს. ავტომანქანების გაუმართაობასთან ერთად, საწვავის ხარისხი სატრანსპორტო საშუალებებიდან გამონაბოლქვების ძირითადი მიზეზია. ჩვენი ორგანიზაციის მიერ ჩატარებული ჰაერის ხარისხის გაზომვამ აჩვენა, რომ ნახშირჟანგი, ნახშიროჟანგი, ნახშირწყალბადები, ჭვარტლის ნაწილაკები, ეთილირებული ტყვია, გოგირდის ორჟანგი, აზოტის ორჟანგის ნივთიერებები მომატებულია. რაც ადამიანის ჯანმრთელობას სერიოზულ საფრთხეს უქმნის.
 
ამ პრობლემის მოგვარებას დიდი რესურსი და ინვესტიციები არ სჭირდება. ჰაერის გამზომი დანადგარები ძვირი არ ღირს.  გარდა ამისა, ხელისუფლებამ სუფთა ტრანსპორტი უნდა წაახალისოს. რაც კანონით უნდა დაარეგულიროს და ვინც ახალ, 0-დან 7 წლამდე, ჰიბრიდულ თუ ელექტრომობილს შემოიყვანს, ის განსაკუთრებული შეღავათებით ისარგებლებს. ასევე, საზოგადოებრივი ტრანსპორტის პრობლემა უნდა მოგვარდეს და რაც მთავარია, საწვავის მკაცრი ხარისხის კონტროლი უნდა ხდებოდეს. დროა უკვე, რომ მთავრობამ რეგუალციები მიიღოს და რომ ევრო3-ზე გადავიდეთ. დაბალი ხარისხის საწვავის შემოტანა უნდა შეიზღუდოს", – დასძინა კვაშილავამ.

 

სიახლეები

წმინდა სინოდმა სამი საპატრიარქო კანდიდატი გამოარჩია

წმინდა სინოდმა სამი საპატრიარქო კანდიდატი გამოარჩია - როგორც რამდენიმე წუთის წინ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის...

“ქართულმა ოცნებამ” საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადება დაიწყო

"ქართულმა ოცნებამ" საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადება დაიწყო - ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. პარტიის ლიდერი...

გიგა მაქარაშვილის შალვა პაპუაშვილზე დაწერილი პოსტის გამო ასამართლებენ

გიგა მაქარაშვილის შალვა პაპუაშვილზე დაწერილი პოსტის გამო ასამართლებენ - შინაგან საქმეთა სამინისტრო სამოქალაქო აქტივისტის...

ზურაბ პატარაძე აჭარის მთავრობის თავმჯდომარედ დაამტკიცეს

აჭარის უმაღლესმა საბჭომ, მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე ზურაბ პატარაძე და მინისტრთა კაბინეტის წევრები კენჭისყრის შედეგად...