ასოციაცია „იმედი- დევნილ ქალთა მოძრაობა მშვიდობისთვის“ ორგანიზებით ზუგდიდში შეხვედრა გაიმართა, რომელსაც დევნილი და ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.შეხვედრაზე სპეციალურად მოწვეულმა სტუმარმა აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ და ამავე დროს ჟენევის მოლაპარაკების დელეგაციის წევრმა ვახტანგ ყოლბაიამ ჟენევის 36-ე რაუნდის შეხვედრაზე განხილულ მნიშვნელოვან საკითხებზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ ჟენევის შეხვედრაზე ქართულმა მხარემ ხურჩაში გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საკითხი მწვავედ დააყენა. ყოლბაიას განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ოთხოზორიას მკვლელობაში ბრალდებულ რაშიდ ოღლის მიმართ დე-ფაქტო სასამართლო მხოლოდ აღკვეთის ღონისძიების სახით შიდა პატიმრობით შემოიფარგლა, მოლაპარაკების შედეგით მაინც კმაყოფილია.შეხვედრამ კითხვა-პასუხის რეჟიმში ჩაიარა.დისკუსიის მონაწილეებმა ვახტანგ ყოლბაიას იმ პრობლემებსა და საჭიროებებზე მიაწოდეს ინფორმაცია, რომელიც მათი აზრით, აუცილებლად უნდა გაჟღერდეს ჟენევის მომავალი რაუნდის შეხვედრებზე.ასოციაცია "იმედი"მსგავსი ტიპის შეხვდრებს პერიოდულად აწყობს,სადაც კონფლიქტურ რეგიონში არსებულ პრობლემებზე მსჯელობენ. რაც შეეხება, ჟენევის ფორმატის შეხვედრას, 2016 წლის 5 ოქტომბერს გაიმართება, სადაც ყოლბაიას განმარტებით, ქართული მხარის მიერ ყველა ის საკითხი იქნება გატანილი, რაც კონფლიქტის რეგიონში მცხოვრები მოსახლეობისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
მთავარისიახლეებისაზოგადოებაკონფლიქტისპირა რეგიონში მცხოვრები მოსახლეობის პრობლემებზე ზუგდიდში იმსჯელეს
კონფლიქტისპირა რეგიონში მცხოვრები მოსახლეობის პრობლემებზე ზუგდიდში იმსჯელეს
სიახლეები
საზოგადოება
ეროვნული ბანკის მმართველო საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ ახალი გამოძიება დაიწყო
ეროვნული ბანკის მმართველო საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ ახალი გამოძიება დაიწყო - საქმე სამეწარმეო...
საზოგადოება
ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ მორიგი კრიტიკული რეზოლუცია 445 ხმით 37-ის წინააღმდეგ მიიღო.
რეზოლუცია ქართული ოცნების მიერ...
საზოგადოება
სეს-მა დიდუბის მეტროსთან მდებარე რამდენიმე საზოგადოებრივ კვების ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერა
სეს-მა დიდუბის მეტროსთან მდებარე რამდენიმე საზოგადოებრივ კვების ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერა - განცხადებას უწყება...
სიახლეები
პროპაგანდისტულმა „იმედმა“, „რუსთავი 2“-მა, POSTV-იმ და „მაესტრომ“ 2025 წელი ჯამში, 75.97 მილიონი ლარის ზარალით დაასრულეს
"2025 წელი პროსამთავრობო ტელეკომპანიებმა: „იმედმა“, „რუსთავი 2“-მა, POSTV-იმ და „მაესტრომ“ ჯამში, 75.97 მილიონი ლარის...