მთავარისიახლეებისაზოგადოებაპოლიტიკური პარტიებისთვის სამეგრელოში საარჩევნო საკითხებზე ტრენინგები ტარდება

პოლიტიკური პარტიებისთვის სამეგრელოში საარჩევნო საკითხებზე ტრენინგები ტარდება

Published on

არასამთავრობო ორგანიზაცია „ევრო-კავკასიური თანამშრომლობის ასოციაციის“ მიერ პოლიტიკური პარტიებისთვის ანაკლიაში საარჩევნო საკითხებზე ტრენინგები ტარდება. პროექტის „შესაძლებლობების განვითარება არჩევნებისთვის“ მიზანია პოლიტიკური პარტიის წევრთა ცნობიერების ამაღლება საარჩევნო საკითხებზე, როგორიცაა: არჩევნებში ჩართული მხარეები, მათი უფლებამოსილება და საარჩევნო ეთიკა, გუნდური მუშაობა, დროის მენეჯმენტი და ანგარიშვალდებულება, კონფლიქტების მართვა, საარჩევნო დავები, სტანდარტები და საუკეთესო პრაქტიკა,წინასაარჩევნო კამპანია და ადმინისტრაციული რესურსები, საარჩევნო ციკლი და საკანონმდებლო სიახლეები, საოლქო და საარჩევნო კომისიების საქმიანობა, კენჭისყრის დღის პროცედურები.ტრენინგში მონაწილეობენ 14 საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელი, მათ შორის 10კვალიფიციური და 4 არაკვალიფიციური. სულ ტრენინგ-კურსებს გაივლის 200-მდე მონაწილე. პროექტი დაფინანსებულია საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის მიერ.

სიახლეები

ძალიან მნიშვნელოვანი კითხვაა, მივუახლოვდით თუ არა ფინალს – სალომე ზურაბიშვილი

"ძალიან მნიშვნელოვანი კითხვაა, მივუახლოვდით თუ არა ფინალს. და თუ ფინალს ვუახლოვდებით, მთავარი პასუხისმგებლობა და...

ზელენსკი: ომს იქ ვაბრუნებთ, საიდანაც მოვიდა

ომს იქ ვაბრუნებთ, საიდანაც მოვიდა - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელ...

ინდოელი სტუდენტის მშობლების თქმით, ბინის მეპატრონემ მათი შვილი ოთახში გამოკეტა და 6 500 დოლარი გამოსძალა

ინდოელი სტუდენტის მშობლების თქმით, მათ შვილს გაუჩინარებამდე კონფლიქტი ჰქონდა ბინის მეპატრონესთან და კიდევ ერთ...

გორში ორი მოქალაქის ცემაში ბრალდებულ პოლიციელებ პასტიმრობა შეეფარდათ

გორში ორი მოქალაქის ცემაში ბრალდებული პოლიციელები წინასწარ ორ-თვიან პატიმრობაში გაუშვეს - გადაწყვეტილება გორის რაიონული...