მთავარისიახლეებიმსოფლიოდევიდ ქემერონი დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის პოსტს ტოვებს

დევიდ ქემერონი დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის პოსტს ტოვებს

Published on

BBC-ის ცნობით, დევიდ ქემერონი დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის პოსტს ოქტომბრისთვის დატოვებს. ამის შესახებ მან ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. 
“გარდიანის” ცნობით, კემერონმა ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც ბრიტანელებმა არ გაითვალისწინეს მისი პირადი თხოვნა და არგუმენტები, რომ მხარი დაეჭირათ ევროკავშირში გაერთიანებული სამეფოს დარჩენისთვის. დრამატული განცხადება მას შემდეგ გაკეთდა, რაც მკვეთრად დაეცა ფუნტი სტერლინგის გაცვლითი კურსი.
„ბრიტანელმა ხალხმა ევროკავშირის დატოვებას დაუჭირა მხარი, მათ სურვილს პატივს უნდა ვცემდეთ. ძალიან ვამაყობ, რომ ექვსი წლის განმავლობაში ამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ვიყავი, მაგრამ, ჩემი აზრით, ქვეყანას ახალი ხელმძღვანელობა სჭირდება. ვფიქრობ, ჩვენ ახალი პრემიერ-მინისტრი ოქტომბრისთვის უნდა გვყავდეს“, – განაცხადა დევიდ ქემერონმა.
 
წინასწარი მონაცემებით, დიდ ბრიტანეთში გუშინ ჩატარებული რეფერენდუმის შედეგად დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის მომხრეებმა გაიმარჯვეს. მასში  მონაწილეობა მიიღო ამომრჩევლების 72.2%-მა (46.500.001 ადამიანი), აქედან  51.9% ხმა მისცა გაერთიანებული სამეფოს გასვლას ევროკავშირიდან, ხოლო 48.1%-მა – ევროკავშირის შემადგენლობაში დარჩენას
 
 
 
.

სიახლეები

დღეს ფერისცვალებაა

მართლმადიდებელი ეკლესია 19 აგვისტოს მაცხოვრის ფერისცვალებას აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით წირვა ყველა ტაძარში აღევლინება. რელიგიური სწავლების...

უკრაინული დრონების იერიში რუსეთზე

უკრაინული დრონების მასშტაბური იერიში რუსეთის სამხედრო-სამრეწველო ინფრასტრუქტურაზე - ნიჟნი ნოვგოროდის ოლქის ქალაქ ძერჟინსკში, სავარაუდოდ,...

“მოვიდა დრო” – დაკარგული გურამ დიდიანძიის Facebook-ის გვერდზე პოსტი გამოქვეყნდა

12 წლის წინ დაკარგული გურამ დადიანიძის Facebook-გვერდზე ოსურ ენაზე პოსტი გამოქვეყნდა. "მოვიდა დრო" -...

ღარიბაშვილების ოჯახს სახელმწიფო დაცვა მოუხსნეს

დღეს ცნობილი გახდა რომ ღარიბაშვილების ოჯახს სახელმწიფო დაცვა აღარ ჰყავს. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის...