მთავარისიახლეებისაზოგადოებადარიალის ხეობიდან ევაკუაცია დასრულებულია

დარიალის ხეობიდან ევაკუაცია დასრულებულია

Published on

დარიალის ხეობიდან ევაკუაცია დასრულებულია. 70 ადამიანი, რომელიც თავს მამათა მონასტერს აფარებდა, შინაგან საქმეთა სამინისტროს სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა სტიქიის ზონიდან ვერტმფრენების მეშვეობით გამოიყვანეს.ისინი ამ დროისთვის დაბა სტეფანწმინდაში იმყოფებიან.დევდორაკის მყინვარის ძირში დაახლოებით ერთი კილომეტრის ტერიტორიაზე გზა კალაპოტის ცვლილების შედეგად ადიდებულმა თერგმა წაიღო და ამჟამად მდინარე სამანქანო გზაზე მიედინება.ღვარცოფის შედეგად დაახლოებით ერთ კილომეტრამდე მონაკვეთი მოწყდა გარესამყაროს. სპეციალისტების განცხადებით, გზის აღდგენას სულ მცირე ორი ან სამი კვირა დასჭირდება.ადგილზე დილიდან მუშაობენ გეოლოგები, ადგილზე იმყოფებიან შს სამინისტროსა და სამაშველო სამსახურის თანამშრომლები.მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის, გოჩა ზეიკიძის განცხადებით, დიდი რაოდენობით ყინულიანმა ნალექმა ცენტრალური გზის 500 მეტრიანი მონაკვეთი დააზიანა. მისივე განცხადებით, სტიქიის შედეგად მიყენებული ზიანი საკმაოდ დიდია.

სიახლეები

ძალიან მნიშვნელოვანი კითხვაა, მივუახლოვდით თუ არა ფინალს – სალომე ზურაბიშვილი

"ძალიან მნიშვნელოვანი კითხვაა, მივუახლოვდით თუ არა ფინალს. და თუ ფინალს ვუახლოვდებით, მთავარი პასუხისმგებლობა და...

ზელენსკი: ომს იქ ვაბრუნებთ, საიდანაც მოვიდა

ომს იქ ვაბრუნებთ, საიდანაც მოვიდა - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელ...

ინდოელი სტუდენტის მშობლების თქმით, ბინის მეპატრონემ მათი შვილი ოთახში გამოკეტა და 6 500 დოლარი გამოსძალა

ინდოელი სტუდენტის მშობლების თქმით, მათ შვილს გაუჩინარებამდე კონფლიქტი ჰქონდა ბინის მეპატრონესთან და კიდევ ერთ...

გორში ორი მოქალაქის ცემაში ბრალდებულ პოლიციელებ პასტიმრობა შეეფარდათ

გორში ორი მოქალაქის ცემაში ბრალდებული პოლიციელები წინასწარ ორ-თვიან პატიმრობაში გაუშვეს - გადაწყვეტილება გორის რაიონული...