მთავარისიახლეებისაზოგადოებასაინფორმაციო სამსახურის თანამშრომლების მიმართვა არხის ხელმძღვანელებს- რა ხდება ტვ "იმედში"

საინფორმაციო სამსახურის თანამშრომლების მიმართვა არხის ხელმძღვანელებს- რა ხდება ტვ “იმედში”

Published on

 ტელეკომპანია „იმედის“ საინფორმაციო სამსახურის თანამშრომლებმა ცოტა ხის წინ არხის ხელმძღვანელობას განცხადებით მიმართეს. ჟურნალისტები არხის გენერალურ დირექტორს გიორგი ბახტაძე და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს ირაკლი რუხაძეს მიმართავენ და საინფორმაციო სამსახურის უფროსის ცვლილებას წინასაარჩევნოდ მიუღებლად მიიჩნევენ:„მიგვაჩნია, რომ ყოვლად მიუღებელია არსებულ ვითარებაში საინფორმაციო სამსახურის უფროსის გათავისუფლება წინასაარჩევნო პერიოდში და არ არსებობს რაიმე ობიექტური მიზეზი ასეთი რადიკალური ზომის მისაღებად. მიგვაჩნია, რომ საკადრო ცვლილება წინასაარჩევნო პერიოდში ეჭვქვეშ დააყენებს არხის და მისი თანამშრომლების რეპუტაციას, სანდოობას და სიტყვის თავისუფლების ხარისხს ტელეკომპანია „იმედში“.შეგახსენებთ, რომ ტ იმედის საინფორმაციო სამსახურის უფროსად ნანა ლეჟავას დანიშვნა დღეს გახდა ცნობილი. მან ამ თანამდებობაზე მაია თაბაგრი შეცვალა, რასაც არხის თანამშრომლების მხრიდან უკმაყოფილება მოჰყვა. იმედის 8 საათიან გამოშვებაში ტელეწამყვანმა თეა სიჭინავამ აღნიშნა, რომ ფაქტი მოულოდნელი იყო და ნანა ლეჟავას დანიშვნამ კითხვები გააჩინა.

სიახლეები

არ მოვაწერ ხელს საპროცესო გარიგებას, ჩემს შემთხვევაში, ეს ცოცხლად დამარხვის ტოლფასია-მზია ამაღლობელი

"ჩემს შემთხვევაში საპროცესო გარიგება, ეს ცოცხლად დამარხვის ტოლფასია"- ამის შესახებ "ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებელმა,...

სასამართლო მზია ამაღლობელის განაჩენს 6 აგვისტოს გამოაცხადებს

მოსამართლე ნინო სახელაშვილი მზია ამაღლობელის განაჩენს 6 აგვისტოს, 14:00 საათზე გამოაცხადებს. ბათუმის საქალაქო სასამართლოში დღეს...

მზია ამაღლობელის პროცესზე დასასწრებად სალომე ზურაბიშვილი მივიდა

ბათუმის საქალაქო სასამართლოში, სადაც მზია ამაღლობელის სისხლის სამართლის საქმეზე დასკვნითი სხდომა უნდა გაიმართოს და...

ზელენსკიმ 94 პირი დაასანქცირა – მათ შორის საქართველოს 2 მოქალაქეა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა სანქციების ახალ პაკეტს, რომელშიც საქართველოს ორი მოქალაქეც მოხვდა....